[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / ვიდეო

ძალაუფლების უზურპაცია, ძალადობა და წინააღმდეგობის უფლება

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოხსნა და შეაჩერა, საქართველოში მასობრივი პროტესტები დაიწყო. პროტესტი გავრცელდა თბილისსა და 40-მდე სხვა ქალაქში.

მოქალაქეების მშვიდობიან, მასობრივ და დეცენტრალიზებულ პროტესტს ხელისუფლება ჭარბი საპოლიციო ძალის გამოყენებით, აქციების დარბევით, დემონსტრანტების მასობრივი დაკავებით, ცემითა და არაერთი ადამიანის წამებით პასუხობს. 300 დაკავებული ადამიანიდან 80% -ზე მეტი ნაცემია და მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული. სასტიკად არიან ნაცემები ჟურნალისტები, დაშავებული ჟურნალისტების რაოდენობამ უკვე 50-ს გადააჭარბა. ხელისუფლება, რომელმაც ძალაუფლების სრული უზურპაცია მოახდინა და მიიტაცა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი.

მოქალაქეებს აღარ დაუტოვა დემოკრატიული ინსტიტუციური მექანიზმები, რომლითაც საკუთარი თავის დაცვა შეუძლიათ. ამ პირობებში მოქალაქეებს ლეგიტიმურად რჩება მშვიდობიანი წინააღმდეგობის უფლება.

ხელისუფლება ცდილობს მოქალაქეების მასობრივი მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციას და მის ძალადობრივად გამოცხადებას, რაც აშკარად დაუსაბუთებელი ბრალდებაა, მით უფრო, როცა მასობრივი და სისტემური ძალადობის ერთადერთი წყარო სწორედ პოლიცია. მოქალაქეების მხრიდან პოლიციის ძალადობისგან თავის დაცვის ცალკეული ეპიზოდები მასობრივი შეკრებების მშვიდობიან ბუნებას არ ცვლის. ვიდეოში ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე, სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი, იურისტი საბა ბრაჭველი და ანთროპოლოგი ქეთი გურჩიანი მშვიდობიანი სამოქალაქო წინააღმდეგობის უფლებაზე, მნიშვნელობაზე და პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.

Captions: Geo/Eng

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“