საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
„მსოფლიოში არსებობს 2 მშვიდობიანი ფორმა ძალადობისა: კანონი და ზრდილობის წესები - გოეთე
5 აპრილი:გუდიაშვილის ბაღში ჩემი მეგობრები და მეგობრის მეგობრები გახდნენ ძალადობის ობიექტები. მათ შორის 16 წლის ბიჭს 5 ზრდასრული გამეტებით ურტყამდა. ის საავადმყოფოში მოხვდა.6 აპრილი:გუდიაშვილის ბაღში ანალოგიური განმეორდა. პოლიცია კვლავ ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს.როკ კლუბთან ერთ ადამიანს ორივე ხელზე მყესები გადაუჭრეს და ზურგში დანა დაარტყეს7 აპრილი:ბარ „სალვესთან“ იგივე განმეორდა რაც წინა დღეებში.
უნივერსიტეტთან სტუდენტი დააყაჩაღეს.
8 აპრილი/ დილა:
ველოდები დღევანდელ მორიგ ძალადობას.
უკანასკნელი თვეების განმავლობაში, თითქმის ყოველდღე ხდება მსგავსი შემთხვევები. ვფიქრობ, რამ განაპირობა ძალადობის ის მაშტაბები, რომელზეც მთავრობამ „გაგებით მოკიდება“ გვირჩია. ამ მხარემ ეს ამბავი ორგანულ პროცესად დაინახა, რისი არგუმენტიც, სავარაუდოდ, სოციუმში პოლიტიკური გარდაქმნების თანმდევი ეფექტებია.ეს პრაქტიკა, როგორც ჩანს, ამართლებს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ პოსტ-ვარდების რევოლუციის პერიოდი, როდესაც ხალხის დამოკიდებულება შემდეგი იყო: „ცოტა მოვითმინოთ“. ეს არის ერთგვარი ქამრების შემოჭერის პოლიტიკა ხალხის მიერ, თუმცა არა- მთავრობის მიერ. დღესაც ვხვდებით ადამინთა კატეგორიას,რომელიც ცდილობს გაუძლოს ქვეყანაში არსებულ ვითარებას იმ მიზნით, რომ საბოლოოდ „კენწეროში გატკბილდების“. ეს დამოკიდებულება არის პენიტენციურ, სასჯელაღსრულებით, პოლიციის და სხვა სისტემების მიმართაც.
დღევანდელი ძალადობის მიზეზების ძიებას კი სხვადასხვა გზით მივყავართ.დავიწყოთ ბოლოდან:
1. ამნისტიის შესახებ კანონის მიღების მთავარი დასაბუთება იყო ლიბერალური პოლიტიკის აუცილებლობა პენიტენციურ სისტემაში. თუმცა, არჩევნების შემდეგ ამ იდეით მოქმედება მხოლოდ საბაბი აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში ყველა თავისუფლება შეზღუდული მოგვევლინა, როგორც წინა ხელისუფლების მიერ წამებული. შესაბამისად, არჩევნებამდე „ქართულმა ოცნებამ“ ეს მიიჩნია შესაძლებლობად მოვლენილიყო „განმათავისუფლებლის“ როლში. სწორედ ამან გამოიწვია ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ის პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერ ასცდებოდა, რადგან მიიღებდა ისეთ ვერგათვლად პროცესს, რომელიც ძლიერ დააზარალებდა. ამის პროდუქტი კი არის ნაჩქარევად მიღებული კანონი, რომელმაც საშუალება მისცა თავისუფლება მიეღო ბევრ ადამიანს, რომელიც გააგრძელებდა დანაშაულებრივ ქმედებას.
საპასუხოდ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმყარა ძალაუფლება.
2. თუ გადავხედავთ არჩევნებამდე 1 წლის მანძილზე პოლიტიკურ პროცესებს, ჩვენ გაგვიჭირდება „ქართული ოცნება“ პირდაპირ დავადანაშაულოთ მოძალადეების მხარდაჭერაში. თუმცა, რიგი ამოხსნილი და ამოუხსნელი ფაქტორის გამო გარკვეულმა სოციალურმა ჯგუფებმა ჩათვალეს, რომ ამ პოლიტიკური ძალის მოსვლის შემთხვევაში ისინი შეძლებდნენ თავისუფლად ეძალადათ გარშემომყოფებზე. ვფიქრობ, ამ საკითხთან მიმართებაში მნიშვნელოვანი წილი მიუძღვის ასოციაციებს, რომელიც ქართული ოცნების მიმართ ჩამოყალიბდა. ასევე, მისი პარტიული ახალგაზრდული ფლანგის წევრებს. გარკვეული სოციალური ჯგუფები ყოველდღიურად ცდილობდნენ საზოგადოებაში დამკვიდრებულიყო შეხედულება, რომ „ქართული ოცნება“ პრორუსული ძალა იყო, რომელიც იმ ადამიანების სასიკეთოდ ასხამდა წისქვილზე წყალს, რომელსაც წლების განმავლობაში ებრძოდნენ ( საუბარი არ არის ამ შემთხვევაში რამდენად მართალია ეს თუ არა). ერთი მხრივ მედიის წყალობით, რომელიც აქტიურად აშუქებდა კანონიერი ქურდების, კრიმინალების, 90-იანი წლების მთავრობის წევრების მიმართებას „ქართულ ოცნებასთან“, წარმოიქმნა ჩამოყალიბებული ასოციაციები სოციალურ ჯგუფებში:1. „ქართული ოცნება“ პრორუსულია-უარყოფითი კონტექსტით- ეს სოციალური ჯგუფი ისედაც უარყოფითად იყო განწყობილი ამ პოლიტიკური ძალისადმი, რაც კიდევ უფრო გამძაფრდა ამ კამპანიის შემდეგ.2. „ ქართული ოცნება“ :
უკანასკნელი ასოციაციები ისე შეესისხლხორცა ამ პოლიტიკურ ძალას, რომ თუნდაც ეს ასე არ იყოს ან არ ყოფილიყო - მისი მოშორება ძალზედ რთულია. ამას მიემატა საარჩევნო კამპანიის დროს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფლანგის წევრების მოხულიგნო იმიჯი, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობის ასოციაციები მის მიმართ. შედეგად მივიღეთ „დაუსჯელობის სინდრომი“ და შიშის გაქრობა (კანონის პატივისცემაზე აქ საუბარი ზედმეტია). დღეს, ახალგაზრდობის დიდი ნაწილი თვლის, რომ მას აქვს საშუალება გამოავლინოს აგრესია გარშემომყოფების მიმართ და ღიად იძალადოს, რასაც კიდევ უფრო დიდ სტიმულს აძლევს პოლიციის უმოქმედობა ან უხარისხო ქმედითობა.
3. შევეცადოთ, გადავხედოთ უკანასკნელ 10 წელს. ვფიქრობ, ეს იქნება საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საინტერესო კვლევის საგანი. 10 წლის განმავლობაში ქვეყანამ ბევრი ცვლილება განიცადა. სხვადასხვა პოზიციებიდან გამომდინარე ეს არის მრავალი ცუდი ან კარგი ცვლილება. თუმცა, ამ დისკურსში ერთი საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია.
- რის ხარჯზე ხდებოდა ცვლილებები, რომლებიც წლების შემდეგ მხოლოდ ფასადური ხასიათის აღმოჩნდა?
პასუხი შემდეგია: წლების განმავლობაში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამოსავლად მიჩნეული იქნა ხალხის მართვა და მათი შიშში ყოფნა. ამ პოლიტიკით ხელისუფალნი ფიქრობდნენ, რომ გამოძვრებოდნენ იმ სიტუაციიდან, რომელიც 2003 წლამდე იყო. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ მართლაც დანაშაულის ჩადენის რაოდენობა უკიდურესად შეამცირა, რითაც ამაყობდა წინა მთავრობა. თუმცა, მოკლევადიანი „წარმატების“ შემდეგ გამოჩნდა რეალური პრობლემა. ცხადი გახდა, რომ შიშზე დაფუძნებული რეფორმები არ ამართლებს და ჰგავს ყუმბარას, რომელიც ხელის გაშვებისთანავე ფეთქდება. ვფიქრობ, ეს იყო უმთავრესი შეცდომა, რომელმაც ძალიან ცუდი შედეგი გამოიღო.წარმოვიდგინოთ აფთარი, რომელსაც ხანგძლივი დროის განმავლობაში ვაშიმშილებთ, შემდეგ კი ცხვრების ფარაში ვუშვებთ. -ეს არის წინა წლების პროდუქტი, ნაცვლად იმისა, რომ ცნობიერების ასპექტებზე გაკეთებულიყო აქცენტი პარალელურად, რისი ლოგიკური გაგრძელება იქნებოდა ლიბერალური პენიტენციური სისტემა.
„მართლა სხვანაირი გრძნობა იყო ძმებო - დიდი ხნის მწყურვალი რომ მთელ ტოლჩას რომ მოიყუდებ და მერე სკერცო რომ დაიწყო უკვე თითქოს სადღაც მივქროდი სივრცეში და მთელ აკივლებულ სამყაროს სახეს ვუსერავდი ჩემი ბრიტვით...“ - ენტონი ბერჯესი - „მექანიკური ფორთოხალი“
აუცილებელია დაიწყოს მსჯელობა არსზე და პერსპექტივებზე.მანამდე კი პირები შევუწყოთ ძალადობას.მე ვძალადობშენ ძალადობის ძალადობს...შედეგებიდან გამომდინარე, ჩვენ, ყოველდღიურად ვწირავთ ადამიანებს, გახდნენ მოძალადეები თვითგადარჩენისთვის. ეს არის სივრცე, სადაც ინდივიდი აანალიზებს, რომ მას ვერავინ დაეხმარება. შედეგად, ის თავად ხდება მოძალადე, რათა გადარჩეს. განვილილი წლები ნათელი მაგალითია იმისა, რომ ძალადობა უფრო დიდ ძალადობას ბადებს, რამაც შეიძლება კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს.
„-შემეშვი ბიძაჩემო - ვეუბნები, - ჩემი მეყოფა.
ეგ ამბავი ორი წლის წინათ იყო და კარგადაც დავისაჯე მაგისთვის. ჭკუაც მასწავლეს. მართალი თუ გინდა მეტისმეტად კარგადაც მასწავლეს. დღევანდელი გაზეთები ნახეთ. იქ წერა ყველაფერი. პრაფესორა კი თავისას გაჰყვიროდა - შური ვიძიოთ, სამაგიერო გადავუხადოთ, კბილი კბილის წილო... სულ დაუფსტვინა მე თქვენ გეუბნებით. არადა სხვებიც აიყოლია და ისეთ დღეში იყვნენ თითქოს მართლა გუშინდელზე იყრიდნენ ჯავრს და მაგათვის მგონი, მართლა ერთი იყო გუშინდელი და წლებისწინანდელი. მერე მთელი ეს ხროვა ერთად გამექაჩა, გაძვალტყავებული ხელები ჩამავლეს და ვინ თმებს მგლეჯდა და ვინ ყურის ახევას ცდილობდა. სხვა კიდე ცხვირპირში მირტყავდა სუსტად, ბებრულად და წიხლებსაც მიშენდნენ... - ენტონი ბერჯესი/“მექანიკური ფორთოხალი“
ინსტრუქცია