[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / ანგარიში

დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა სამართალდამცავ ორგანოებში

წინამდებარე დოკუმენტით „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” განაგრძობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა (შემდგომში შსს) და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში სუს) გენერალური ინსპექციების საქმიანობის, ინსტიტუციური მოწყობისა და პრაქტიკის ანალიზს. დოკუმენტი მიზნად ისახავს, შეაფასოს სამართალდამცავ სისტემაში დისციპლინირების მექანიზმის მუშაობა, მისი ეფექტიანობა, სამართლიანობისა და გამჭვირვალობის ხარისხი და ასევე მასზე სასამართლო კონტროლის გავრცელების შესაძლებლობა.

დისციპლინირების მექანიზმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმისთვის, რომ სამართალდამცავები ანგარიშვალდებულნი იყვნენ მათ მიერ განხორციელებული ქმედებებისთვის. სამართალდამცველების ფუნქციების სპეციფიკიდან გამომდინარე, მათ მიერ უფლებამოსილებების არაჯეროვანი და არასათანადო განხორციელების შემთხვევაში საზოგადოება მაღალი საფრთხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, არსებობდეს დისციპლინირების ისეთი პროცესი, რომელსაც სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით შეეძლება ემსახუროს სამივე მხარის - თავად მოსამსახურის, საზოგადოებისა და დამსაქმებელი უწყების, ინტერესებს.

2015 წელს EMC-ის მიერ მომზადებული კვლევით გამოიკვეთა ის ინსტიტუციური ხარვეზები, რაც სამართალდამცავ ორგანოებში (იმ პერიოდისთვის შსს და სუს-ი ერთ უწყებას წარმოადგენდა) შიდა პასუხისმგებლობის სისტემას ახასიათებს. ასევე, გამოვლინდა, რომ სამართალდამცველების ფართო უფლებამოსილებებს არ აბალანსებს ეფექტური შიდა თუ გარე კონტროლის მექანიზმები.

იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობით გაწერილი არ არის საკმარისად მკაფიო და გამართული დისციპლინური საქმის წარმოების პროცედურები, გენერალური ინსპექციების შიდა მოწყობის ფორმები კი არ ქმნის მისი მყარი ფუნქციური დამოუკიდებლობის გარანტიებს, ჩნდება რისკი იმისა, რომ უწყების ხელმძღვანელობას ჰქონდეს არასათანადო გავლენა კონკრეტული დისციპლინური საქმის გადაწყვეტის შედეგზე. ერთი მხრივ, ეს შეიძლება გამოიხატოს ამ პროცედურით მოსამსახურეებზე მანიპულირებაში, გარკვეული მითითების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით. მეორე მხრივ, დისციპლინური პასუხისმგებლობის ბუნდოვანმა და გაუმართავმა სისტემამ შესაძლოა განაპირობოს დისციპლინურ გადაცდომაზე არაეფექტური რეაგირება, რის წინააღმდეგაც კონკრეტულ საქმეში დაზარალებულ მოქალაქეს დაცვის ეფექტიანი ბერკეტები არ გააჩნია.

წარმოდგენილი დოკუმენტის ფარგლებში მოცემულია გენერალური ინსპექციების ინსტიტუციური მოწყობის, სამსახურებრივი შემოწმების პროცედურების და გენერალური ინსპექციების საქმიანობაზე შემდგომი კონტროლის შეფასება, რომელიც მათ შორის საერთაშორისო სტანდარტების გაანალიზებას ეფუძნება.

გაეცანით ანგარიშის სრულ ვერსიას⇓

დისციპლინური_პასუხისმგებლობის_სისტემა_სამართალდამცავ_ორგანოებში.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“