[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / ვიდეო / ანალიტიკა

დისკუსია - შემობრუნება მემარჯვენე პოპულიზმისკენ

საქართველოში, სხვა ქვეყნების მსგავსად, ბოლო წლებში გაძლიერდნენ მემარჯვენე, კონსერვატიული ძალები. აღნიშნული ჯგუფების ანტილიბერალური და ანტიდემოკრატიული დისკურსები როგორც წესი ისეთი მგრძნობიარე საკითხებს მოიცავს, როგორიცაა ოჯახი, რელიგია, ბავშვთა უფლებები, გენდერული იდენტობის და სექსუალობის საკითხები. მათ მიერ გავრცელებული მთავარი გზავნილები ხშირად მიზოგინიური და ჰომოფობიურია და ძალადობის უმძიმეს ფაქტებშიც ვლინდება. ამ ჯგუფების ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე და "მტრის ხატი" გენდერი და ამ ცნებასთან დაკავშირებული საკითხებია. მათი რიტორიკა და ტაქტიკა კი კიდევ უფრო აგრესიული ლგბტქ თემის მიმართ არის, რაც, ისედაც ჩაგრული და საჯარო სივრციდან განდევნილი ჯგუფის უფრო მძლავრ მარგინალიზებას იწვევს.

თუ წინა წლებში ხელისუფლება ამ ჯგუფების მიმართ სამართლებრივ და პოლიტიკურ ლოიალობას ავლენდა და კონკრეტულ სიტუაციებში მათ იყენებდა კიდეც პოლიტიკურ იარაღად, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით უკრაინის ომისა და პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე ირაკლი ღარიბაშვილის ხელახალი დანიშვნის შემდეგ, მემარჯვენე პოპულიზმი ხელისუფლების ოფიციალური პოლიტიკური რიტორიკისა და მართვის ტექნოლოგიის მთავარი ჩარჩო ხდება. საგანგაშო პოპულისტური რიტორიკა ხან ღიად პოლიტიკური ჰომოფობიის შინაარსს ატარებს, ხანაც კი ეკლესიის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას ახდენს და აღრმავებს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პოლარიზებას. ხელისუფლების მიერ გამოყენებული პოპულისტური კონცეპტები და გზავნილები ხშირად რუსული, უნგრული და სხვა პოპულისტური რეჟიმების რიტორიკას და ლოგიკას აკოპირებს და იმეორებს. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თვალშისაცემია ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ გამოყენებული აგრესიული ენა და შემზღუდავი, ანტიდემოკრატიული ინიციატივები, რომელიც ძალაუფლების მობილიზების ღია ამოცანებს უფრო ატარებს და ცხადია, რომ მკვეთრად აზიანებს, მიმდინარე ევროპეიზაციის პროცესს.

მომხსენებლები:

  • ეკატერინე აღდგომელაშვილი, მრჩეველი გენდერის საკითხებში, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) ;
  • თამარ ცხადაძე, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
  • დათო ლაღიძე, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორანტი;
  • თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

მოდერატორი: ნარგიზა არჯევანიძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის პროექტების კოორდინატორი/მკვლევარი

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“