საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საქართველოში, სხვა ქვეყნების მსგავსად, ბოლო წლებში გაძლიერდნენ მემარჯვენე, კონსერვატიული ძალები. აღნიშნული ჯგუფების ანტილიბერალური და ანტიდემოკრატიული დისკურსები როგორც წესი ისეთი მგრძნობიარე საკითხებს მოიცავს, როგორიცაა ოჯახი, რელიგია, ბავშვთა უფლებები, გენდერული იდენტობის და სექსუალობის საკითხები. მათ მიერ გავრცელებული მთავარი გზავნილები ხშირად მიზოგინიური და ჰომოფობიურია და ძალადობის უმძიმეს ფაქტებშიც ვლინდება. ამ ჯგუფების ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე და "მტრის ხატი" გენდერი და ამ ცნებასთან დაკავშირებული საკითხებია. მათი რიტორიკა და ტაქტიკა კი კიდევ უფრო აგრესიული ლგბტქ თემის მიმართ არის, რაც, ისედაც ჩაგრული და საჯარო სივრციდან განდევნილი ჯგუფის უფრო მძლავრ მარგინალიზებას იწვევს.
გთავაზობთ ეკა აღდგომელაშვილის მოხსენების ვიდეოჩანაწერს, 21 აპრილს გამართული საჯარო დისკუსიიდან: "შემობრუნება კონსერვატიული პოპულიზმისკენ".
ინსტრუქცია