საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
გთავაზობთ თამთა მიქელაძის მოხსენების ვიდეოჩანაწერს, 21 აპრილს გამართული საჯარო დისკუსიიდან: "შემობრუნება კონსერვატიული პოპულიზმისკენ".
"პირველი, რაც ქართული ოცნების ჰიბრიდულ ავტორიტარიზმს განასხვავებს წინა ხელისუფლების ავტორიტარიზმისგან, განვითარების მეტა იდეის არქონაა. ქართული ოცნების დღის წესრიგიდან მთლიანად არის გამქრალი მოდერნიზაციის, პროგრესის დიდი იდეები და ის მუდმივად გვტოვებს სტატუსკვოში. მეორე, რაც ახასიათებს ამ მმართველობას, არის ე.წ. პატრონული მმართველობის ლოგიკა. ჩვენ ვიღებთ პატრონულ მმართველობას, რომელშიც ივანიშვილი, მისი ოჯახი, ნათესავები და მასთან დაახლოებული ჯგუფები ქმნიან მმართველობის ისეთ პირამიდას, სადაც პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლება ერთმანეთს ემთხვევა".
ინსტრუქცია