საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბოლო წლებში ქართულ პოლიტიკაში შესამჩნევად მზარდი მემარჯვენე, კონსერვატიული პოპულიზმი სულ უფრო მძიმე ფორმებს იღებს და ქართული ოცნების ხელისუფლების ოფიციალური პოლიტიკური რიტორიკის ნაწილი ხდება. სხვა ქვეყნებში პოპულისტური რეჟიმების არაერთი მკვლევარი ამგვარ მმართველობას არალიბერალურ დემოკრატიად, ჰიბრიდულ ავტორიტარიზმად მონიშნავს და პლურალიზმზე, ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე და განვითარებაზე მის უმძიმეს გავლენებს აღწერს.
საქართველოში, სხვა ქვეყნების მსგავსად, ბოლო წლებში გაძლიერდნენ მემარჯვენე, კონსერვატიული ძალები. თუ წინა წლებში ხელისუფლება ამ ჯგუფების მიმართ სამართლებრივ და პოლიტიკურ ლოიალობას ავლენდა და კონკრეტულ სიტუაციებში მათ იყენებდა კიდეც პოლიტიკურ იარაღად, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, უკრაინის ომისა და პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე ირაკლი ღარიბაშვილის ხელახალი დანიშვნის შემდეგ, მემარჯვენე პოპულიზმი ხელისუფლების ოფიციალური პოლიტიკური რიტორიკისა და მართვის ტექნოლოგიის მთავარი ჩარჩო ხდება.
ამ თემაზე სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, 21 აპრილს საჯარო დისკუსიას უმასპინძლა. გთავაზობთ ნარგიზა არჯევანიძის მოხსენების ვიდეოჩანაწერს.
ინსტრუქცია