[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / სტატია

COVID დახმარებები მსოფლიოში: სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ატიპიური მშრომელებისთვის შემოსავლის უზრუნველყოფა

ანასტასია პრიმაკოვი 

COVID დახმარებები მსოფლიოში - ნაწილი 1

„უნდა ვაღიაროთ, რომ ეფექტური და ყოვლისმომცველი სოციალური დაცვა აუცილებელია არა მხოლოდ სოციალური სამართლიანობისა და ღირსეული შრომისთვის, არამედ მდგრადი და გამძლე მომავლის შესაქმნელადაც“,[1] - განაცხადა გაი რიდერმა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) გენერალურმა დირექტორმა.

ILO-ს სოციალური დაცვის მინიმალური სტანდარტების შესახებ კონვენციის თანახმად, სოციალური დაცვა მოიცავს ჯანმრთელობის დაცვაზე ხელმისაწვდომობას და შემოსავლის დაცვას, განსაკუთრებით ხანდაზმულობის, უმუშევრობის, ავადმყოფობის, შეზღუდული შესაძლებლობების, სამუშაო ტრავმის, მშობიარობის ან ძირითადი შემოსავალის დაკარგვასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ბავშვებიანი ოჯახებისთვის[2]

COVID-19 კრიზისმა გამოავლინა და გაამწვავა სოციალური დაცვის ხარვეზები ქვეყნებში. მართლაც, პანდემია წარმოადგენს გადამწყვეტ გამოწვევას, რადგან მან შექმნა გამოწვევები როგორც საზოგადოებრივი დახმარების მიმართლებით, და ამასთანავე ჰქონდა სერიოზული გავლენა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. შესაბამისად, მთავრობებს უნდა შეენარჩუნებინათ ჯანმრთელობა პანდემიის დროს, მაშინ როცა ასევე უნდა ეპასუხათ მის სოციალურ და ეკონომიკურ გავლენებზე. ფაქტია, რომ ქვეყნებს, რომლებსაც ჰქონდათ ეფექტური სოციალური დაცვის სისტემები შექმნილი, რომელიც უზრუნველყოფდა უნივერსალურ დაფარვას, იყვნენ უფრო მზად კოვიდ-19-ის კრიზისზე და მის სოციო-ეკონომიკურ გავლენებზე საპასუხოდ. მართლაც, მათ ჰქონდათ ინსტიტუციური შესაძლებლობა შეემუშავებინათ შესაბამისი სისტემები კრიზისზე სწრაფი რეაგირებისათვის. თუმცა, ქვეყნებს, რომლებსაც არ ჰქონდათ მყარი სოციალური დაცვის სისტემა,  დასჭირდათ ad-hoc შეემუშავებინათ პოლიტიკები და ჩარევები, შეექმნათ ინსტიტუციური შესაძლებლობები ძალიან რთულ გარემოებებში, რამაც შედეგად მოიტანა შეზღუდული და დაგვიანებული რეაგირება. ასეთ შემთხვევებში, საერთაშორი მხარდაჭერა იყო კრიტიკული იმისათვის რომ დახმარებოდა სახელმწიფოებს მათ ძალისხმევაში მიეღოთ სასწრაფო ზომები.

ასეთი სირთულეების მიუხედავად, ბევრმა სახელმწიფომ შეიმუშავა ინოვაციური სოციალური პოლიტიკები, რათა გადაელახათ ტრადიციული ბარიერები უნივერსალურ სოციალურ დაცვასთან დაკავშირებით. მართლაც, ბევრმა სახელმწიფომ მიაღწია იმ ადამიანებამდე, რომლებიც აქამდე არ იყვნენ არც ერთი სოციალური დაცვის სქემით დაფარულები, განსაკუთრებით არაფორმალურად დასაქმებულები.  ეს სტატია მიზნად ისახავს მიმოიხილოს კოვიდ-19-თან დაკავშირებით განხორციელებული დახმარება მსოფლიოს მასშტაბით, რაც გამიზნული იყო ტრადიციულად გარიყული ბენეფიციარებისათვის, კერძოდ არაფორმალურად ან თვით-დასაქმებული მშრომელებისათვის, უმუშევრობის დაზღვევის სქემის (I) და პირდაპირი ატიპიური მშრომელების დაცვის გზით (II).

 

I: უმუშევრობის დაზღვევის სქემები

შრომის ბაზრის მდგომარეობა ყველა ქვეყანაში გაუარესდა პანდემიის გამო. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გათვლით გლობალური დასაქმების წილი მოსახლეობაზე, რაც 2019 წელს 57.6 იყო, 2020 წელს შემცირდა 54.9-მდე. თუმცა ეს კლება ფარავს მნიშვნელოვან განსხვავებებს მშრომელთა ჯგუფებსა და სექტორებს შორის (გლობალური დასაქმება უფრო მეტად შემცირდა ქალებში, ახალგაზრდებში და საშუალო/დაბალკვალიფიციურ მუშაკებში).[3] ამრიგად, უმუშევრობის დაზღვევის სისტემის გამოყენება უმუშევართა მხარდასაჭერად იყო გადამწყვეტი და გამოიყენებოდა მრავალი ქვეყნის მიერ (მათ შორის ბელგია, ავსტრია და ჩინეთი). უმუშევრობის დაზღვევის სქემები დანერგილია როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ეკონომიკაში დასაქმებული პირების დასაცავად სამუშაოს დაკარგვის რისკისგან. კლასიკური უმუშევრობის დაზღვევის სქემების შეღავათებისა და ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსება შეიძლება ერთობლივად აიღონ მუშებმა, დამსაქმებლებმა და მთავრობებმა სამუშაოსთან დაკავშირებული შენატანების ან გადასახადების მეშვეობით.[4] თუმცა ცოტა განვითარებად ქვეყანას შეუძლია შეიმუშაოს უმუშევრობის დაცვის სქემები. მართლაც, კრიზისმა აშკარად ცხადყო უმუშევრობის შეღავათების ნაკლებობა: შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მიმდინარე კრიზისამდე, მსოფლიოში უმუშევართა მხოლოდ 20 პროცენტი იყო დაზღვეული უმუშევრობის შეღავათებით, რის გამოც 152 მილიონი უმუშევარი მუშა დაცვის გარეშე დარჩა.[5] ასევე, შრომის ბაზრის გაორმაგებამ ოფიციალურ და არაფორმალურ მშრომელებს შორის შეამცირა უმუშევრობის შემწეობის სქემების დამცავი როლი. უმუშევრობის შეღავათების სქემები მოითხოვენ მშრომელების რომ იმუშაონ „გაფორმებულად“, რათა შემდეგ მიიღონ უმუშევრობის შემწეობის უფლება[6]: შესაბამისად, არაფორმალური მუშაკები ძირითადად გარიყულები არიან.

ფაქტობრივად, უმუშევრობის შეღავათების სქემები ეყრდნობა ფორმალურ სექტორს, რადგან ის მოითხოვს ოფიციალურად გაფორმებულ სამუშაოს და სოციალურ შენატანებს.[7] თუმცა აღსანიშნავია გამონაკლისები, როგორიცაა ინდონეზიაში, სადაც ორგანიზებული იყო დასაქმების სერვისები და შემოსავლის მხარდაჭერა უმუშევარი არაფორმალური მუშაკებისთვის პანდემიის დროს. ეს ახალი სქემა სახელწოდებით „წინასწარი დასაქმების ბარათის პროგრამა“ ერთობლივად განხორციელდა ეკონომიკის სამინისტროს და შრომის სამინისტროს  კოორდინაციით 20 ტრილიონი ინდონეზიური რუპიის ბიუჯეტით (1.2 მილიარდი ამერიკული დოლარი). ის განსაკუთრებით მორგებული იყო კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ადამიანებზე, მათ შორის არაფორმალურ მუშაკებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებზე. ეს არის კრიტიკული მიზანი, რადგან ინდონეზიის სტატისტიკური ცენტრის სააგენტოს მონაცემებით, ამჟამად 70 მილიონი არაფორმალური მშრომელია რაც ინდონეზიაში დასაქმებულების 55,72 პროცენტს შეადგენს.[8] არაფორმალური მშრომელების უმეტესობას არ აქვს გარანტირებული იგივე უფლებები, რაც ფორმალურ მშრომელებს, როგორიცაა კლასიკური უმუშევრობის შეღავათები. 2020 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეული იყო 5.6 მილიონი პროგრამის მონაწილე 36.6 მილიონი ონლაინ დარეგისტრირებულებიდან. განმცხადებლები უნდა დარეგისტრირებულიყვნენ ონლაინ, კვალიფიციური მონაწილეები იყვნენ არჩეული ოფიციალურად დასაქმებულებს შორის, რომლებიც ახლახან გაათავისუფლეს ან გაგზავნეს სახლში ანაზღაურების გარეშე ან შემცირებული ხელფასით COVID-19 პანდემიის გამო და კრიზისით დაზარალებული არაფორმალური მუშები, როგორიცაა თვითგამომუშავებაზე მყოფი მუშები. ისინი იღებდნენ უნაღდო ანგარიშსწორებით კრეტიდს, რომელიც შეიძლება გამოყენებულიყო ონლაინ კურსის საყიდლად მათი სურვილის შესაბამისად, სხვადასხვა ციფრულ პლატფორმაზე, რომელთანაც მთავრობა პარნიორობდა. სხვადასხვა კურსი იყო ხელმისაწვდომი ახალი ენის სწავლიდან დაწყებული, გრაფიკული დიზაინი, კომპიუტერული მეცნიერებები, როგორ გავხდეთ ყავის გამყიდველი, სტილისტი ან სასტუმროს ადმინისტრატორი. კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილე იღებდა თვიურ ანაზღაურებას 600 000 ინდონეზიური რუპიის სახით (42 ამერიკული დოლარი) მათ საბანკო ანგარიშზე 4 თვის განმავლობაში, რაც შეეძლოთ გამოეყენებინათ ძირითადი საჭიროებების საყიდლად. პროგრამის დირექტორის თქმით, ამან ხელი შეუწყო იმას რომ 72.000 ადამიანი, ვისაც არ ჰქონდა საბანკო ანგარიში, განთავსდა ელექტრონული საფულის პლატფორმებზე და შექმნეს საბანკო ანგარიშები პირველად, რამაც ხელი შეუწყო მათ ინკლუზიას ქვეყნის ფინანსურ სექტორში.[9] ამ ტიპის უმუშევრობის სქემა იშვიათი მაგალითია იმ პროგრამებისა, რომელიც მიმართულია არაფორმალური ეკონომიკისკენ, თუმცა ის მეტწილად დამოკიდებულია ციფრულ პლატფორმებზე და ინტერნეტზე. ეს წარმოადგენს გამოწვევას, რადგან ტექნოლოგია, რომელიც საჭიროა ტრენინგზე ხელმისაწვდომობისთვის, ბევრი ინდონეზიელისთვის არის ხელმიუწვდომელი ციფრული გათიშვის გამო იმათ შორის, ვისაც აქვს ინტერნეტისა და კომპიუტერზე ხელმისაწვდომობა და მათთვის, ვისაც არ აქვს, ძირითადად, დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის და განათლების მქონეები და მოხუცები. მარია სარა აღნიშნავს, რომ არაფორმალური მუშები, როგორც წესი, ექცევიან ამ დემოგრაფიის ქვეშ, ამიტომ მათ ნაკლებად აქვთ წვდომა ინტერნეტზე და, შესაბამისად, პროგრამაზე.[10] უფრო მეტიც, დასაშვებობის კრიტერიუმების შემოწმება პრობლემურია, დომინიკ ვირჯილის თქმით, ადამიანები, რომლებიც მათ არ შეესაბამებოდნენ, შეძლეს პლატფორმაზე დარეგისტრირება. პროგრამა ასევე გააკრიტიკეს, რადგან ინდონეზიის მთავრობამ გამოიყენა ბიუჯეტი ციფრული პლატფორმების გადასახდელად, როგორც სერვისის პროვაიდერები, რომლებმაც მნიშვნელოვანი მოგება მიიღეს ამ პროგრამიდან ტენდერის ან აუქციონის გარეშე, როგორც ამას კანონმდებლობა ავალდებულებს.[11]

ამრიგად, უმუშევრობის შემწეობის სქემები შეიძლება შეიქმნას არაფორმალური მუშაკების ან თვითდასაქმებული მუშაკებისთვის, გარდა კლასიკურად დასაქმებულებისა. მეტიც, ზოგიერთი კონკრეტული პროგრამა შეიძლება მიმართული იყოს მხოლოდ ამ ატიპიური მშრომელებისკენ (II).

 

II: არაფორმალური და თვით-დასაქმებული მშრომელების დაცვა

კრიზისი განსაკუთრებით შეეხო მათ, ვინც არ არის დაცული სოციალური დაზღვევით ან დახმარებით. მართლაც, ILO-ს მონაცემებით, 1,6 მილიარდი არაფორმალური ეკონომიკის მშრომელი (არაფორმალური დასაქმების 76 პროცენტი მთელ მსოფლიოში) მნიშვნელოვნად განიცდის გავლენას.[12] კრიზისმა ასევე გამოავლინა თვითდასაქმებული მშრომელების მოწყვლადობა როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ ეკონომიკაში. ეს ხაზს უსვამს სოციალური დაცვის მექანიზმების გადახედვისა და გაძლიერების ძირითად აუცილებლობას, რაც უზრუნველყოფს უფრო სრულყოფილი სოციალური უსაფრთხოების ქსელებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული ოფიციალურ დასაქმებასთან. ამდენად, პოლიტიკის მწარმოებელთა/პოლიტიკოსთა ერთ-ერთი გამოწვევა იყო, როგორ მიეწოდებინათ მხარდაჭერა არაფორმალური და არადაზღვეული თვითდასაქმებული მშრომელებისთვის, არსებული და ახალი შესაბამისი სოციალური დაცვის სქემების გამოყენებით, მშრომელების სწორი იდენტიფიკაციისა და ჩართვის გზით.  შესაბამისი იდენტიფიკაცია გადამწყვეტია და მოითხოვს ინოვაციურ საშუალებებს, რადგან ბევრი არაფორმალური ან თვითდასაქმებული მშრომელი ტრადიციულად იმყოფებოდა სახელმწიფოს რადარის მიღმა, მაგალითად, მათ ხშირად არ აქვთ საბანკო ანგარიშიც.  COVID-19-ის გავრცელების დროს ბევრმა ქვეყანამ (მათ შორის, ლიტვა, ლატვია, ვიეტნამი და სამხრეთ კორეა) არაფორმალურობის მაღალი მაჩვენებლით აწარმოა ასეთი მხარდაჭერა, მათი არაფორმალური სექტორის სპეციფიკის გათვალისწინებით. ეს გვიჩვენებს, რომ ატიპიურ მშრომელებზე წვდომა შესაძლებელია. ასევე, ქვეყნების პოლიტიკა ასოცირდება მათ არსებულ ოფიციალურ ინსტიტუტებთან (სოციალური უზრუნველყოფა, დასაქმების სერვისები და ა.შ.) და ინოვაციურ საშუალებებთან (პარტნიორობა სატელეფონო კომპანიასთან, საარჩევნო სისტემა, ინდივიდუალური გამოძიებები და ა.შ.) იმისათვის რომ შექმნან ახალი ეფექტური სქემები რაც შესაძლებელს გახდის მიზანმიმართული იყოს სამიზნე მოსახლეობაზე და შეზღუდავს მის ბოროტად გამოყენებას. მაშინაც კი, თუ ნაკლოვანებები ჯერ კიდევ არსებობს, ასეთი სქემები უნდა განვითარდეს კრიზისის მიღმა, რათა უზრუნველყოს უნივერსალური სოციალური  საფარი.  

არაფორმალური მშრომელები: 296 მილიარდი კოსტა რიკულ კოლონის ბიუჯეტით (462 მილიონი ამერიკული დოლარი) 2020 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 0.8%-ით)[13] რამდენიმე ეროვნული საჯარო დაწესებულებიდან და ფონდებიდან (სოციალური დახმარების შერეული ინსტიტუტი, სასწრაფო დახმარების ეროვნული კომისიის ფონდი, ჯანდაცვის და სოციალური უსაფრთხოების სამინისტროს ეროვნული დასაქმების პროგრამის ფონდი და მთავრობის საგანგებო ბიუჯეტი)[14] კოსტა რიკამ შემოიღო ახალი გადაუდებელი დახმარება სახელწოდებით "Bono Proteger".  იგი სამი თვის განმავლობაში ითვალისწინებდა ყოველთვიურ სარგებელს 125 000 კოსტა რიკულ კოლონას (220 ამერიკული დოლარი) თანამშრომლებისთვის და დამოუკიდებელი მშრომელებისთვის, როგორც ოფიციალური, ისე არაფორმალური, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო და საარსებო წყარო და 62 500 კოსტა რიკული კოლონა (110 აშშ დოლარი) მათთვის, ვინც მუშაობენ შემცირებული საათებით. თანხა მოწოდებული იქნა სატელეფონო აპლიკაციის საშუალებით, რომელსაც იყენებდა უფლებამოსილი მშრომელების 90 პროცენტი,[15] რაც აჩვენებდა კარგად შემუშავებულ მიღების პროცესს. მათთვის, ვისაც არ ჰქონდა სატელეფონო კავშირი, ინდივიდუალური მხარდაჭერა განახორციელა სოციალური დახმარების შერეული ინსტიტუტის მიერ შერჩეულმა ტექნოლოგიურმა ფასილიტატორებმა.[16] არაფორმალურ მშრომელთა განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტები იყო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რწმუნებულება (წერილობითი ფიცი, რომელშიც ნათქვამია, რომ ის, რასაც ინდივიდი ამბობს სიმართლეა) ფულადი სახსრების დანაკარგების შესახებ და საბანკო ანგარიშის ნომერი. საბანკო ანგარიშის არქონის შემთხვევაში განმცხადებლებს შეეძლოთ მისი მოთხოვნა პროცესის განმავლობაში, იმავე ფორმის გამოყენებით უფასოდ. სასიცოცხლო საჭიროებების გამო, კოსტა რიკამ არ დააყოვნა ფულადი სახსრების გადარიცხვა, მაგრამ მოგვიანებით დასაშვებობის კრიტერიუმები შეამოწმა.  მართლაც, ფორმის წარდგენით განმცხადებლებმა თანხმობა განაცხადეს,  რომ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის შემდგომი გამოკვლევა შეიძლებოდა.[17] ეს თანხმობა გადამწყვეტი იყო, რადგან მხარდაჭერის მიწოდების შემდეგ, სარგებლის უკან დაბრუნების პროცესი მოხდა დასაშვებობიბის ვერიფიკაციის და კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემოწმების შემდეგ.[18]

ნამიბიამ წამოიწყო გადაუდებელი შემოსავლის გრანტი (EIG), 38,68 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების პროგრამა, რომელიც მოდის 611 მილიონი ამერიკული დოლარის COVID-19 გლობალური სტიმულაციის პაკეტიდან (მათ შორის 449,9 მილიონი ამერიკული დოლარი მთლიანი ბიუჯეტიდან იყო გამოყოფილი და 161,7 მილიონი დოლარის მთავრობის გარანტიით მხარდაჭერილი სესხებიდან).[19] ეს იყო 750 ნამიბიური დოლარის (41 ამერიკული დოლარი) ერთჯერადი სარგებელი,[20] რომელიც მიზნად ისახავდა 18-დან 59 წლამდე ასაკის ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო არაფორმალურ სექტორში COVID-19-ის გავრცელების შედეგად. ასევე მოიცავდა იმავე ასაკობრივ კატეგორიაში უმუშევრებს. იმისათვის რომ მიმართული იყოს არაფორმალური მშრომელებისკენ, EIG-მა ისარგებლა სოციალური დაცვის არსებული სისტემით: მიდგომა გამორიცხავდა მათ, ვინც რეგისტრირებული იყო სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური დახმარების ოფიციალურ სისტემებში. მართლაც, ადამიანები, რომლებიც უკვე იღებდნენ სოციალურ გრანტებს სხვების სახელით, და მათ, ვინც დაკარგა სამუშაო ან განიცადა შემცირებული ხელფასები ფორმალურ სექტორში, არ იყო დაფარული EIG-ის მიერ. ოფიციალური საბანკო სისტემის მიღმა EIG-ის წვდომის უზრუნველსაყოფად, რეგისტრაციისთვის გამოყენებული იქნა მობილური და ელექტრონული საფულის ტექნოლოგია. მთავრობამ დაიწყო პარტნიორობა Mobile Telecommunications Limited-თან (MTC), ეროვნულ მობილურ პროვაიდერთან. აპლიკანტებმა წარადგინეს საკუთარი კანდიდატურა და უფასოდ მიმართეს MTC-ის სატელეფონო ცენტრს sms-ის საშუალებით, მიაწოდეს პირადობის ნომერი, შემდეგ კი ტრიგერი SMS რეგისტრაციის პროცესის დაწყების შესაძლებლობას იძლეოდა აპლიკანტების მობილური ტელეფონებით. MTC-მ შეგროვებული ინფორმაცია გადასცა MobiPay-ს (მობილურ საფულეებისა და უბარათო ტრანზაქციების სერვისის პროვაიდერს ნამიბიაში) დასადასტურებლად. დასაშვებობის საბოლოო შემოწმება განხორციელდა Deloitte Namibia-ს მიერ, რომელმაც აუდიტი გაუკეთა ინფორმაციას და გაუგზავნა ბანკებს. ამან შესაძლებელი გახადა გრანტის სწრაფი გადამოწმება და გაცემა რამდენიმე დღეში.[21] ბოლო ნაბიჯი იყო ნამიბიის კომერციული ბანკების მიერ ელექტრონული ფულის პროდუქტის სიმბოლური მიწოდება.[22] 769 000 ნამიბიელმა ისარგებლა EIG-ით.[23] თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია WIEGO აღნიშნავს, რომ განმცხადებლები, რომლებიც უკვე იღებდნენ სოციალურ გრანტებს სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და სხვა ნათესავების სახელით, არ იყვნენ კვალიფიცირებული, რამაც არაპროპორციულად გამორიცხა დაზარალებული ქალები, როგორც ძირითადი მომვლელები და შემოსავლის მომტანები ბევრ ოჯახში. [24]  

ტოგოში მთავრობამ სწრაფად აამოქმედა Novissi პროგრამა, რომელიც დაფინანსებულია სოლიდარობისა და ეკონომიკური აღდგენის ეროვნული ფონდის მიერ და აკავშირებდა ტოგოს სახელმწიფოს და პარტნიორებს, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის განვითარებაში, როგორიცაა საფრანგეთის განვითარების სააგენტო და კერძო შემოწირულობები.  Novissi უზრუნველყოფდა სამთვიან ფულად გადარიცხვას არაფორმალური ეკონომიკის მშრომელებისთვის, ქალებს თვეში 12 500 CFA ფრანკის მოცულობით (21 ამერიკული დოლარი) და მამაკაცებისთვის 10 000 CFA ფრანკ (17 ამერიკული დოლარი) რაც საბოლოოდ შეეხო ნახევარ მილიონზე მეტს მშრომელს ერთი თვის განმავლობაში.[25] პროგრამის მიმართულების მიხედვით, ეს გენდერულად მგრძნობიარე მიდგომა მიზნად ისახავდა ქალების გაძლიერებას, რომლებიც პანდემიის გამო ზრუნვის დიდ ტვირთს განიცდიდნენ.[26] რეგისტრაცია და ბენეფიციარების ელექტრონულ საფულეზე შეღავათების გადახდა სმარტფონის საშუალებით განხორციელდა. განმცხადებლებს ამომრჩეველთა ბარათით უნდა დაემტკიცებინათ, რომ ისინი იყვნენ ტოგოელები და სრულწლოვანები, აეხსნათ თავიანთი პროფესია და მიეთითებინათ საცხოვრებელი ადგილი. საერთო ჯამში, 11,3 მილიარდი CFA ფრანკი (19,3 მილიონი დოლარი) დარიგდა Noviss-ის პლატფორმის მეშვეობით ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობის სამი თვის განმავლობაში. ტოგოს მთავრობა ახლა განიხილავს სოციალური დაცვის ყველა პროგრამის გადაჯგუფებას ერთი სააგენტოს ქვეშ და აპირებს, ნოვისი თავის ექსკლუზიურ პლატფორმად აქციოს.[27]

თვით-დასაქმებული მშრომელები: ესპანეთში „ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტისგან დაზღვევა“ განიხილება, როგორც უმუშევრობის შემწეობა, რომელიც იცავს თვითდასაქმებულ მშრომელებს, რომლებიც ხვდებიან საგანგებო მდგომარეობაში მათი ეკონომიკური საქმიანობის უნებლიე შეწყვეტის გამო. ეს არის ნებაყოფლობითი სქემა, რომელსაც მართავს კერძო ურთიერთდაზღვევის ფონდები. ჩვეულებრივ, დასაშვებობის შემდეგი პირობები უნდა კმაყოფილდებოდეს: უნდა იყო დაკავშირებული RETA სქემასთან (თვითდასაქმებული მუშების სპეციალური რეჟიმი), უნდა ჰქონდეს შემოწირულობა გაკეთებული დაზღვევაში მინიმუმ 12 თვით მანძილზე ბოლო 48 თვეში; სამართლებრივად უნდა იყო“ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტის“ პირობებში; უნდა მოაწერო ხელი „ქმედების დაპირებას“ რომ აქტიურად მოძებნი სამსახურს, მიიღებ შესაფერის სამსახურს და მონაწილეობას მიიღებ სპეციალურ სამოტივაციო, საინფორმაციო, სასწავლო, გარდაქმინის ან პროფესიის შეძენის აქტივობაში რომელსაც სთავაზობს დასაქმების საჯარო სამსახურს, იმისათვის რომ გაზარდოს დასაქმების მაჩვენებელი.[28] პანდემიიდან დღემდე შემსუბუქდა დასაშვებობის პირობები, გაუქმდა შემოწირულობის აუცილებელი ვადა და გამარტივდა განაცხადის პროცედურა. ყველა თვითდასაქმებულს, რეგისტრირებულ რეჟიმში (მხოლოდ ფორმალურად თვითდასაქმებულებს) შეუძლია მიმართოს დაზღვევას სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებთ, თუ დაადასტურებს შემოსავლის ზარალს. სამუშაო ან ბიზნესი პირდაპირ უნდა იყოს შეჩერებული ან განიცდიდეს 70%-იანი ზარალს შემოსავალში ბოლო ერთი თვის განმავლობაში (წინა სემესტრის საშუალო თვიურთან შედარებით). ამ შეღავათის მოთხოვნა შესაძლებელია ონლაინ ესპანეთის დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მეშვეობით.[29]

არგენტინაში, მიუხედავად სოციალური დაცვის ფართო სისტემისა, თვითდასაქმებული მშრომელები სულაც არ არიან თანაბრად ან ადეკვატურად დაცული ეკონომიკური და შრომის ბაზრის კრიზისის პირობებში.  თვითდასაქმებული მშრომელები შეადგენენ მთლიანი დასაქმების 22%-ს და აქვთ წვდომა სოციალური დაცვის მხოლოდ ზოგიერთ სისტემაზე, თუ ისინი რეგისტრირებული არიან, თუმცა ბევრი არ არის.[30] ასევე, ისინი არ არიან დაზღვეული არგენტინის უმუშევრობის შეღავათების სქემით. ეს ხდის ფორმალურ სოციალურ სქემებს არასაკმარისად აღჭურვილს კრიზისის პირობებში თვითდასაქმებული მშრომელების დასაცავად. შესაბამისად, სოციალური დახმარებისა და სამუშაოს პროგრამები პოლიტიკის უფრო გავრცელებული  ინსტრუმენტები იყო ბოლო ათწლეულების განმავლობაში არგენტინაში. მართლაც, არგენტინაში განხორციელებული ფულადი გადარიცხვის პირველი მასიური პროგრამა (ოჯახების უმუშევარი მეთაურის გეგმა), პირობით ფულად გადარიცხვასა და სამუშაოს პროგრამას შორის ჰიბრიდი, გაჩნდა 2001 წლის კრიზისულ კონტექსტში. ანალოგიურად, გადაუდებელი საოჯახო შემოსავალი (EFI), 10 000 არგენტინული პესოს (150 აშშ დოლარი, მინიმალური ხელფასის დაახლოებით 59%) არაკონტრიბუციური ფულადი დახმარება განხორციელდა პანდემიის კონტექსტში.[31] ის გადაიხადა სოციალური დაცვის ეროვნულმა ადმინისტრაციამ (ANSES), როგორც განსაკუთრებული ერთჯერადი გადარიცხვა და შემდგომში ორჯერ განმეორდა. EFI-ის პირველი რაუნდი გადაიხადეს 2020 წლის აპრილიდან მაისამდე, მეორე 2020 წლის ივნისიდან ივლისამდე და მესამე 2020 წლის აგვისტოდან სექტემბრამდე, სულ შვიდი თვე.  უფლებამოსილი მოსახლეობა მოიცავდა დაბალი შემოსავლის მქონე თვითდასაქმებულებს (როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური), რომლებიც განაცხადის შეტანის მომენტში არ იღებდნენ შემოსავალს დასაქმებიდან, სოციალური დაცვით, სოციალური დახმარებისა თუ დასაქმების პროგრამებიდან.[32] უფლებამოსილი პირები უნდა იყვნენ არგენტინის მოქალაქეები ან კანონიერი რეზიდენტები (მინიმუმ 2 წლის განმავლობაში) 18-დან 65 წლამდე. გარდა ამისა, რეგულაციამ ასევე დაადგინა, რომ შეღავათების განაწილებამდე ANSES ახორციელებდა სოციალურ-ეკონომიკურ და აქტივების შეფასებას საჭიროების დასადასტურებლად.[33] EFI-ს ჰქონდა ძალიან ფართო სპექტრი და ფოკუსირებული იყო ყველაზე მოწყვლად მოსახლეობაზე (სამიზნე იყო არა მხოლოდ თვითდასაქმებული, არამედ ზოგადად საშინაო და არაფორმალური მუშები). პირველ ტურში შეღავათზე განაცხადი 13,4 მილიონმა ადამიანმა მიიღო, 8,6 მილიონმა კი მიიღო. ეს მიუთითებს, რომ ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 19.5%-ია დაფარული და დასაშვები ასაკობრივი დიაპაზონის მოსახლეობის 31.6%. დაფარვის მაჩვენებელზე (18-65).[34] ამ ღონისძიებაზე ჯამში 3 509 მილიონი ამერიკული დოლარი დაიხარჯა.[35]

დაბოლოს, ამ კრიზისმა აჩვენა, რომ შესაძლებელია არაფორმალური და დაუფარავი თვითდასაქმებული მშრომელების დაფარვა ახალი სოციალური პროგრამების შექმნით ან წინა საკვალიფიკაციო კრიტერიუმების შემსუბუქებით. ეს მიგნებები უნდა იყოს გამოყენებული ხვალინდელი სოციალური პოლიტიკის შემუშავებისთვის.

 

დასკვნა და პოლიტიკური შედეგები

2021 წლის 1 სექტემბერს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მსოფლიო სოციალური დაცვის ანგარიში (2020-2022 წწ.)[36]  ტექსტის მიხედვით, პანდემიაზე რეაქციამ გამოიწვია სოციალური დაცვის ზომების ყველაზე დიდი მობილიზება, რაც კი ოდესმე ყოფილა, ხალხის ჯანმრთელობის, სამუშაო ადგილების და შემოსავლების დასაცავად.

თუმცა, მსოფლიოში 4 მილიარდზე მეტ ადამიანს ჯერ კიდევ არ მიუწვდება ხელი სოციალურ დაცვაზე. ამრიგად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ პანდემიაზე სოციალური რეაგირება არასაკმარისი იყო, რამაც გაზარდა უფსკრული განვითარებულ ქვეყნებსა და განვითარებად ქვეყნებს შორის.

მართლაც, კრიზისიდან მიღებული გაკვეთილები ცხადყოფს სოციალური დაცვის კრიტიკულ როლს შინამეურნეობების შემოსავლებისა და მთლიანი მოთხოვნის წარმოქმნასა და აღდგენის ხელშეწყობაში. მეორე მხრივ, სოციალური დაცვის ზომების არარსებობა ჯანმრთელობის ეპიდემიის კონტექსტში ამძიმებს სიღარიბეს, უმუშევრობას და არაფორმალურობას, რაც იწვევს კიდევ უფრო დიდი მოწყვლადობის მანკიერ წრეს.

ამრიგად, COVID-19 კრიზისი უნდა განიხილებოდეს, როგორც „გაღვიძების მოწოდება“ ქვეყნებისთვის, რათა პრიორიტეტულად ჩადონ ინვესტიციები თავიანთ სოციალურ დაცვის სისტემებში, რათა დაეხმარონ კრიზისის შეჩერებას ან შერბილებას და გააძლიერონ სოციალური დაცვის სისტემები, რათა უკეთესად შეხვდნენ მომავალ გამოწვევებს. პოლიტიკის შემქმნელებმა უნდა აითვისონ ეს მოსაზრებები მათი სოციალური დაცვის სქემების შემუშავებისა და განვითარების პროცესში, რათა მიაღწიონ საყოველთაო სოციალურ დაცვას, რაც ყველას განუყოფელი ღირსების უფლების პირობაა.

სტატია მომზადდა პროექტის - “ფორმალურ და არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება“, ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია ღია საზოგადოების ფონდის მიერ.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორების პოზიციას და შესაძლოა, არ ასახავდეს ღია საზოგადოების ფონდის შეხედულებებს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

ბიბლიოგრაფია:

  • ILO, Social Security (Minimum Standards) Convention, 1952 (No. 102)
  • Ministry of Finance, Republic of Namibia, 2020
  • Costa Rica, Ministry of Labour and Social Security, Plan Proteger, 2020 (In Spanish)
  • Costa Rica Comunicado de presta CP-024-2020 MTSS
  • Ministry of Finance, Republic of Namibia, 2020
  • Namibian government, Novissi program
  • Argentina's Government, Decree 310/2020
  • Argentina's Government Resolution SSS N° 8/2020
  • (A.) Asenjo and (C.) Pignatti, Unemployment insurance schemes around the world : Evidence and policy options, ILO Research Department, Working paper n°49, 2019
  • Baptista (I.), Marlier (E.), Spasova (S.), Peña-Casas (R.), Fronteddu (B.), Ghailani (D.), Sabato (S.) and Regazzoni (P.), Social protection and inclusion policy responses to the COVID-19 crisis, An analysis of policies in 35 countries, European Social Policy Network, 2021
  • OECD, Costa Rica Economic Surveys, July 2020
  • Deloitte, Namibian Budget 2021/22, Boosting Resilience and Recovery, March 2021
  • WIEGO, COVID 19: Social Protection Innovative Practice Responses Government grants and cash transfers to informal workers
  • Include platform, Novissi solidarity fund: Exemplary cash transfers during Covid-19, Hannah Itcovitz, August 2020
  • European Commission, Case study - gaps in access to social protection for economically dependent self-employed in Spain, March 2018
  • (C.) Arza, Argentina’s Social Policy Response to Covid-19: Protecting Income and Employment, Global Dynamics of Social Policy, 2021
  • OPC (2020) “Impacto financiero del Covid-19”, Oficina de Presupuesto del Congreso de la Nación Argentina (In Spanish)
  • ILO, World Social Protection Report 2020-22: Social protection at the crossroads – in pursuit of a better future, 2021
  • ILO, More than 4 billion people still lack any social protection, ILO report finds, September 2021
  • International Labor Organization, Covid-19 and the world of work, April 2020
  • ILO Monitor : Covid-19 and the world of work. Eight edition, October 2021
  • SPEC Infographic, Pre-Employment Card Program, Indonesia
  • The Jakarta Post, 70 million informal workers most vulnerable during pandemic, 3 April 2020
  • Discover society, Indonesia’s Pre-Employment Card Program : a saviour or a driver of inequality ?, Maria Sarah, July 2020
  • (D.) Virgil, The right to employment security in post-COVID Indonesia, Open Global Rights, July 2020
  • The Costa Rica News, Government Launches “Bono Proteger” For Workers Affected By Coronavirus Pandemic
  • Le Monde, Au Togo, le coronavirus a accéléré la mise en place d’un revenu universel de solidarité, October 2020 (In French)
  • The Spain Journal, More than 919,000 self-employed today receive the extraordinary benefit for cessation of activity, April 2020

[1]ILO, More than 4 billion people still lack any social protection, ILO report finds, September 2021

[2] ILO, Social Security (Minimum Standards) Convention, 1952 (No. 102)

[3]ILO Monitor : Covid-19 and the world of work. Eight edition, October 2021

[4](A.) Asenjo and (C.) Pignatti, Unemployment insurance schemes around the world : Evidence and policy options, ILO Research Department, Working paper n°49, 2019

[5] ILO, op.cit.

[6](A.) Asenjo and (C.) Pignatti, op.cit.

[7](A.) Asenjo and (C.) Pignatti, op.cit.

[8]The Jakarta Post, 70 million informal workers most vulnerable during pandemic, 3 April 2020

[9] SPEC Infographic, Pre-Employment Card Program, Indonesia

[10]Discover society, Indonesia’s Pre-Employment Card Program : a saviour or a driver of inequality ?, Maria Sarah, July 2020

[11](D.) Virgil, The right to employment security in post-COVID Indonesia, Open Global Rights, July 2020

[12]International Labour Organization, Covid-19 and the world of work, April 2020

[13]OECD, Costa Rica Economic Surveys, July 2020

[14]The Costa Rica News, Government Launches “Bono Proteger” For Workers Affected By Coronavirus Pandemic

[15] Costa Rica, Ministry of Labour and Social Security, Plan Proteger, 2020 (In Spanish)

[16]Ibidem

[17]Costa Rica, Ministry of Labour and Social Security, Plan Proteger, Questions Frequently Asked, 2020 (in Spanish)

[18]Costa Rica Comunicado de presta CP-024-2020 MTSS

[19]Deloitte, Namibian Budget 2021/22, Boosting Resilience and Recovery, March 2021

[20]Namibia, Ministry of Finance, Launch Statement: Emergency Income Grant of the Economic Stimulus and Relief Package, 2020

[21]Ministry of Finance, Republic of Namibia, 2020

[22]The Namibian, MobiPay, MTC, Deloitte and banks come on board to distribute relief grant, March 2021

[23] Ibidem

[24]WIEGO, COVID 19: Social Protection Innovative Practice Responses Government grants and cash transfers to informal workers

[25]Namibian government, Novissi program

[26]Include platform, Novissi solidarity fund: Exemplary cash transfers during Covid-19, Hannah Itcovitz, August 2020

[27]Le Monde, Au Togo, le coronavirus a accéléré la mise en place d’un revenu universel de solidarité, October 2020 (In French)

[28]European Commission, Case study - gaps in access to social protection for economically dependent self-employed in Spain, March 2018

[29] Baptista (I.), Marlier (E.), Spasova (S.), Peña-Casas (R.), Fronteddu (B.), Ghailani (D.), Sabato (S.) and Regazzoni (P.), op.cit. page 52 and The Spain Journal, More than 919,000 self-employed today receive the extraordinary benefit for cessation of activity, April 2020

[30](C.) Arza, Argentina’s Social Policy Response to Covid-19: Protecting Income and Employment, page 4, Global Dynamics of Social Policy, 2021

[31]Argentina's Government, Decree 310/2020

[32](C.) Arza, op.cit., page 8

[33]Argentina's Government Resolution SSS N° 8/2020

[34](C.) Arza, op.cit., page 8, 2021

[35]OPC (2020) “Impacto financiero del Covid-19”, Oficina de Presupuesto del Congreso de la Nación Argentina (In Spanish)

[36] ILO, World Social Protection Report 2020-22: Social protection at the crossroads – in pursuit of a better future, 2021

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“