ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აპელირებენ სტატისტიკით და ამბობენ, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი ქვეყანაში იკლებს. ეს სტატისტიკურად მართლაც ასეა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ პარალელურად, იკლებს დასაქმებულთა რაოდენობაც იკლებს. რითი აიხსნება ეს ერთი შეხედვით, ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები?
სინამდვილეში, უმუშევრობის დონის კლება ავტომატურად არ ნიშნავს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას.
უმუშევრობის დონემ რომ იკოლს, ადამიანები ან უნდა დასაქმდნენ, ან უნდა შეწყვიტონ სამსახურის ძიება და გახდნენ ეკონომიკურად არააქტიურები. ჩვენ შემთხვევაში სტატისტიკა აჩვენებს, რომ უმუშევართა, დასაქმებულთა და ეკონომიკურად აქტიურ მოქალაქეთა რაოდენობა თანადროულად იკლებს. ამ სამი სტატისტიკის ერთად გაანალიზება ცხადყოფს, რომ უმუშევრობის დონის შემცირება განპირობებულია არა იმდენად დასაქმების დონის ზრდითადგილების შექმნით, არამედ იმით, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი წყვეტს სამსახურის ძიებას და ხდება ეკონომიკურად არააქტიური.
იმისთვის, რომ საქართველოში მოქალაქემ ღირსეულად იცხოვროს, თვეში დაახლოებით 1770 ლარს უნდა გამოიმუშევებდეს. ეს მონაცემი 2022 წლის ოქტომბერში, Wage Indicator Foundation-ის მიერაა
დაანგარიშებული.
როგორია დღეს ამ მხრივ არსებული რეალობა?
საქართველოში მედიანური ხელფასის ოდენობა თვეში 900 ლარია. ეს იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულთა 50% იღებს თვეში 900 ლარზე ნაკლებს (საცხოვრებელ ხელფასის თითქმის ნახევარს). ხოლო თუ დავაკვირდებით ეკონომიკური საქმიანობის ტიპებს, აღმოვაჩენთ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, დასაქმებულთა 65% იმ სექტორებში მუშაობს, სადაც თვიური მედიანური ანაზღაურება 900 ლარზე დაბალია.