საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ქვეყნის კონსტიტუცია განმარტავს, რომ ყველა ფორმის დისკრიმინაცია დაუშვებელია. თუმცა, პოლიტიკური მონაწილეობის ანალიზისას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ არა მხოლოდ სახელმწიფოში არსებულ დეკლარირებულ შეხედულებებს, არამედ გავიაზროთ და შევაფასოთ 30 წლის განმავლობაში მიმდინარე კონსტიტუციური ცვლილებები და პოლიტიკური რეფორმები.
ხოლო, ამ შეფასებისას, წინასწარ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ საკონტიტუციო ცვლილებების პროცესში არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების რამდენიმე პრივილეგირებული წარმომადგენლის საკონსტიტუციო კომისიაში ან პარლამენტში ყოფნა ავტომატურად არ გულისხმობს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების პოლიტიკურ მონაწილეობას.
EMC გთავაზობთ ქამრან მამედლის სტატიას, რომელიც კონსტიტუციონალისტებთან სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე მომზადდა. სტატია მიზნად ისახავს მკითხველს დაანახოს, კონსტიტუციური და პოლიტიკური რეფორმების პროცესში როგორ იდგა არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების პოლიტიკური მონაწილეობის საკითხი და რა არგუმენტები და წინააღმდეგობები იჩენდა თავს ამ საკითხზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
სტატია სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში
ინსტრუქცია