საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
აჭარელი ეკომიგრანტები წალკაში, სოფელ გუმბათში, უკვე რამდენიმე ათწლეულია ცხოვრობენ.
აჭარიდან მათ გადმოსახლება მცირემიწიანობის, ან მეწყრული პროცესების გამო მოუწიათ. სოფელ გუმბათში სახელმწიფომ ეკომიგრანტები ბერძნების მიერ მიტოვებულ სახლებში დაასახლა. ეს სახლები აჭარელი ოჯახების დიდ ნაწილს ჯერაც არ აქვს საკუთრებაში გადაცემული. ეკომიგრანტები მუდმივ შიშში ცხოვრობენ, რომ სახლის ძველი მფლობელები ოდესმე დაბრუნდებიან და შესაბამისად, მათ ისევ სხვაგან მოუწევთ გადასახლება.
თითო ჰექტარი მიწა წალკაში დასახლებისას ყველა ოჯახს საკუთრებაში გადაეცა, თუმცა ეს მიწა, სოფლის მეურნეობაში ჩართული ოჯახებისთვის არასაკმარისია. ასევე, სერიოზული გამოწვევაა სოფელში საბაზისო ინფრასტრუქტურის გაუმართაობა - სოფელს ფაქტობრივად არ მიეწოდება წყალი და გაზი.
ინსტრუქცია