საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.
ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების კეთილდღეობა და მათი განვითარებისთვის ხელსაყრელი და უსაფრთხო გარემოს შექმნა.
საქსტატის 2023 წლის მონაცემებით, ბავშვთა 16% აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს. ეს მონაცემი სიღარიბის მთელი ქვეყნის მასშტაბით საშუალო მაჩვენებელსა (11.8%) და სხვა ასაკობრივ მაჩვენებლებსაც (18-64 წწ - 11.5 %; 65 წ. და მეტი - 8 %) მნიშვნელოვნად აღემატება.
გაეროს ბავშვთა ფონდის 2023 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში ბავშვთა 37.8% აქვს მატერიალური და სოციალური დანაკლისი. მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა სოფლად მცხოვრები ბავშვებისთვის, სადაც ეს მაჩვენებელი 47 %-ს აღემატება.
ამ გამოწვევების პარალელურად, ხელისუფლება, რომელიც ბავშვების სოციალური დაცვის გარანტიებს ვერ ქმნის, აგრძელებს ოჯახის სიწმინდის და ღირსების იდეით მანიპულირებას; მიზანში იღებს სწორედ იმ ორგანიზაციებსა და ინიციატივებს, რომელებიც, მათ შორის, ბავშვთა უფლებების დაცვაზე და სოციალურ უზრუნველყოფაზე მუშაობენ.
ინსტრუქცია