საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბიუჯეტი: EUR 191,392.57
ხანგრძლივობა: 2022-2023 წელი
უმცირესობების ინტეგრაცია საქართველოს სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს შენების პროცესში ქვეყანაში, რომელიც, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის შემდეგაც კი ჯერ კიდევ ებრძვის საბჭოთა მემკვიდრეობას - ეთნო-ლინგვისტურ პოლიტიკასა და ეთნიკურობის ინსტიტუციონალიზაციას. ინტეგრაცია, თავის მხრივ, მნიშვნელოვან ცვლილებებს მოითხოვს სახელმწიფო პოლიტიკასა და მრავალი ქართველის აზროვნებაში, რომლებსაც ნაკლები შეხება აქვთ განსხვავებული ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების თანამემამულეებთან ან არ ესმით ინტეგრაციის სარგებელი დემოკრატიული, თანასწორი და ინკლუზიური პოლიტიკური სისტემის მშენებლობის პროცესში.
რეგიონული და საერთაშორისო აქტორების დახმარებითა და ასევე საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით, საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია უმცირესობების ინტეგრაციის მხრივ, მათ შორის საკანონმდებლო დონეზეც. თუმცა, პროგრესის მიუხედავად უმცირესობების ინტეგრაციასა და ზოგადად, სოციალური მშვიდობის დამყარების პროცესს მაინც აფერხებს მთელი რიგი ინსტიტუციური, სტრუქტურული და კულტურული გამოწვევებისა.
ამ კონტექსტის გათვალისწინებით, პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სოციალური მშვიდობის დამყარებას ინკლუზიურობის, თანასწორობისა და მრავალფეროვნების პრინციპებზე დაყრდნობითა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების, დომინანტური ექსკლუზიონისტური დისკურსისა და ცალმხრივი ნარატივების ტრანსფორმაციის მეშვეობით.
ინსტრუქცია