[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / პროექტები

მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება

Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: USD 30,210.31

ხანგრძლივობა: 2020-2021 წელი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი,  2020 წლის მაისიდან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა “კანონის უზენაისობის მხარდაჭერა საქართველოში“ (Prolog)-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება“.

პროექტი მიზნად ისახავს ქვეყანაში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. მიუხედავად იმისა, რომ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ბარიერები საერთაშორისო დონეზე ფართოდ არის განხილული, საკითხის ეროვნულ კონტექსტთან დაკავშირებით არ არის საკმარისი ინფორმაცია. ამრიგად, პროექტის ფარგლებში გაანალიზდება მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული ინსტიტუციური და საკანონმდებლო ბარიერები და მათი აღმოფხვრის მიზნით, შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები. ამ საკითხებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი წინასწარ შედგენილი მეთოდოლოგიური ჩარჩოს მიხედვით დაამუშავებს, რათა არსებული სტრუქტურული ფაქტორები სრულყოფილად იყოს გამოკვლეული. 

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი ისახავს შემდეგ ამოცანებს:

  • ექსპერტის ჩართულობით მეთოდოლოგიური ჩარჩოს შემუშავება და შემდგომ კვლევის განხორციელება, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ხელისშემშლელი ბარიერების დადგენის მიზნით და რეკომენდაციის პაკეტის წარსადგენად;
  • მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის საკითხის გააქტიურება საჯარო და პოლიტიკურ სივრცეებში;
  • საზოგადო ცნობიერების ამაღლება მართლმსაჯულების საკითხების წვდომასთან დაკავშირებით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“