[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / პროექტები

კვლევისა და ადვოკატირების გზით სამშვიდობო პოლიტიკის პოზიტიური ტრანსფორმაციის ხელშეწყობა

Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: EUR 15,700

ხანგრძლივობა: 2021 წელი

2021 წლის თებერვლიდან სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონის თბილისის ოფისის (Boell) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “კვლევისა და ადვოკატირების გზით სამშვიდობო პოლიტიკის პოზიტიური ტრანსფორმაციის ხელშეწყობა”.

ბოლო წლებში შერიგებასა და ნდობის აღდგენაზე მიმართული პოლიტიკური რიტორიკის  გაძლიერების მიუხედავად, კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკაში ხელშესახები ცვლილებები, რომელიც კონფლიქტის რეგიონებში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები თემების და ადამიანების უფლებრივ და სოციალურ მდგომარეობას არსებითად გააუმჯობესებდა, არ ჩანს. კვლავ სუსტია კონფლიქტის რეგიონებთან პოლიტიკური, სამოქალაქო და კულტურული დიალოგისა და თანამშრომლობის გამოცდილებები. ვერ მიიღწვა კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხარდაჭერასა და ზედამხედველობაზე მიმართული საერთაშორისო მისიების და მდგრადი პროგრამების ამუშავება.    

შექმნილ კონტექსტში პროექტი მიზნად ისახავს კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების  განხორციელებით და კრიტიკული ცოდნის შექმნის გზით ხელი შეუწყოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში კონფლიქტის ტრანსფორმაციის ალტერნატიული პერსპექტივებისა და სტრატეგიების შექმნას, ასევე ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მნიშვნელობის შესახებ ფართე პოლიტიკური და საზოგადოებრივი თანხმობის შენებას.  

აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტი ისახავს შემდეგ ამოცანებს:

  • კონფლიქტის რეგიონებთან მიმართებაში მშვიდობისა და ნდობის აღდგენის პერსპექტივებისა და სტრატეგიის განმტკიცება სახელმწიფო პოლიტიკაში, კრიტიკული ცოდნის წარმოებისა და დემოკრატიული საკონსულტაციო პლატფორმის შექმნის გზით.
  • მშვიდობისა და ნდობის აღდგენის პერსპექტივების ხელშეწყობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დისკურსებში კონფლიქტის რეგიონებთან და კონფლიქტის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით.

პროექტის ფარგლებში შემუშავდება კონფლიქტების ტრანსფორმაციის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც კონფლიქტის თემაზე მომუშავე ექსპერტებთან, ასევე სათემო ორგანიზაციებთან კონსულტაციების გზით შემუშავდება. ასევე, მომზადდება ანალიტიკური დოკუმენტები (სტატიები/მიმოხილვები) კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციის საკითხებზე და გაიმართება საჯარო დისკუსიების ციკლი. პროექტი ასევე ითვალისწინებს პოლიტიკურ ჯგუფებთან აქტიური დისკუსიის სამუშაოებს.

პროექტს ეყოლება საკონსულტაციო საბჭო, რომელიც კონფლიქტების სფეროში მაღალი აკადემიური და პოლიტიკური გამოცდილების მქონე მკვლევრებისა და ექსპერტებისგან შედგება.  

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“