საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბიუჯეტი: USD 279,459
ხანგრძლივობა: 2018-2020 წელი
2018 წლის ოქტომბრიდან, სოციალური სამართლიანობის ცენტრი პარტნიორ ორგანიზაციებთან - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR), „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ (GASW) და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ (GIP – Tbilisi) - ერთად ახორციელებს პროექტს - „ქმედუნარიანობის ინსტიტუტის დანერგვის ხელშეწყობა საქართველოში“.
პროექტი დაფინანსებულია ღია საზოგადოების პოლიტიკის ცენტრის (Open Society Policy Center) მიერ და მისი მთავარი მიზანია ქმედუნარიანობის რეფორმის იმპლემენტაციისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართვის ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში აქტივობები სამი ძირითადი მიმართულებით განხორციელდება:
პროექტში განსაკუთრებით ხაზგასმულია შესაბამისი აქტივობების განხორციელებისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის წარმომადგენლების ჩართულობის (როგორც პრაქტიკანტების, ისე კონსულტანტების სახით) აუცილებლობა. პროექტის განმახორციელებელი გუნდი ასევე მჭიდროდ ითანამშრომლებს საკითხზე მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ექსპერტთან.
ინსტრუქცია