[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / პროექტები

ჰუმანური ნარკოპოლიტიკის და სამართალდამცავი სისტემის მხარდაჭერა

Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: USD 43,000

ხანგრძლივობა: 2021-2022 წელი

ნარკოპოლიტიკის მიმართულებით არსებული კრიტიკის მიუხედავად, სახელმწიფოს  დღემდე არ აქვს ჩამოყალიბებული მკაფიო ხედვა ნარკოპოლიტიკის საკითხზე. 2017-2018 წლებში ნარკოპოლიტიკის სისტემურ რეფორმაზე წარმართული სამუშაო პროცესი კონკრეტული ხელშესახები შედეგით ვერ დასრულდა და ამის ნაცვლად, ხელისუფლებამ ფრაგმენტული რეფორმების გზით სვლა არჩია. ამის ბოლო მაგალითი იყო 8 ნარკოტიკული საშუალებისთვის მცირე ოდენობის განსაზღვრა ახლადდაკომპლექტებული პარლამენტის მიერ.

მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული არაერთი გადაწყვეტილებისა და კანონმდებლობაში გატარებული რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებისა, ქართული ნარკოპოლიტიკა დღემდე ინარჩუნებს რეპრესიულ ბუნებას. პრინციპების დონეზე, ნარკოტიკის მომხმარებლის მიმართ სახელმწიფოს მიდგომა არ შეცვლილა (გარდა მარიხუანის მოხმარებისა, რაც დღეის მდგომარეობით აღარ წარმოადგენს დასჯად ქმედებას) და აქცენტი კვლავაც ნარკომომხმარებლის დასჯაზე კეთდება. ყოველივე ზემოაღნიშნულის ფონზე, პროექტის მიზანია ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მხარდაჭერა ნარკოტიკის მომხმარებელთა უფლებრივი გაძლიერების და რეფორმების მხარდაჭერის გზით. აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტი ემსახურება კონკრეტული ამოცანების შესრულებას:

  1. ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირთა უფლებრივი გაძლიერება;
  2. რეფორმების ადვოკატირება ჰუმანური ნარკოპოლიტიკის დანერგვისთვის.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“