[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური პოლიტიკა / პროექტები

ღირსეული შრომის ანაზღაურებისა და ხელმისაწვდომი საცხოვრისის ადოვკატირება

Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: USD 50,000

ხანგრძლივობა: 2022-2023 წელი

მიუხედავად მცირე გაუმჯობესებისა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ნეოლიბერალური განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის პირობებში დერეგულირებული სივრცის რე-რეგულირების თვალსაზრისით, რასაც დიდწილად დასავლური საფინანსო ინსტიტუტებისა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში შემოთავაზებულმა რეკომენდაციებმა თუ ნაკისრმა ვალდებულებებმა შეუწყო ხელი სამწუხაროდ, ხსენებულმა პროგრესმა ხელი ვერ შეუწყო ერთი მხრივ, არაფორმალური ეკონომიკის ფორმალიზებას თუ არასტანდარტული დასაქმების უკეთ რეგულირებას, ხოლო მეორე მხრივ, კი ვერ შემოგვთავაზა ღირსეულ დასაქმებაზე ორიენტირებული ისეთი ცვლილებები,  როგორიცაა შრომის ანაზღაურების მაღალი სტანდარტი (იქნებოდა ეს დეკრეტული შვებულების, ზეგანაკვეთური ანაზღაურების თუ   მინიმალური ხელფასის ცვლილების საკითხები) და მშრომელთა სიღარიბით გამოწვეული ჭარბვალიანობის პრევენცია. გარდა ამისა, კვლავაც დაუძლეველია საცხოვრისის პოლიტიკის განვითარებასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემური საკითხები, როგორიცაა,   უსახლკარობის დეფინიცია ეროვნულ კანონმდებლობაში, სადაც ისევ არასაკმარისი და ფრაგმენტულია საცხოვრისებით მოსახლეობის უზრუნველყოფის ღონისძიებები და რაც ყველაზე მთავარია, ისევ არ არსებობს არც წარმატებული მაგალითები უსახლკარობის მდგომარეობის დაძლევისა სახელმწიფო სერვისებით მოსარგებლეებს შორის. ამ პრობლემების გათვალისწინებით, პროექტი მიზნად ისახავს ღირსეული შრომის ანაზღაურების ადვოკატირებით მშრომელთა პრეკარიული დასაქმების მდგომარეობის გარდაქმნასა და ხელმისაწვდომი საცხოვრისის პოლიტიკის ადვოკატირებას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი ისახავს შემდეგ ამოცანებს:

  1. ღირსეული ანაზღაურების პოლიტიკის ადვოკატირება ეროვნულ დონეზე;
  2. ხელმისაწვდომი საცხოვრისის მექანიზმის დანერგვის ხელშეწყობა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“