საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბიუჯეტი: GBP 35,000
ხანგრძლივობა: 2022-2023 წელი
არადომინანტური ჯგუფების ინტეგრაცია ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში კრიტიკულად მნიშნველოვანია დემოკრატიული საზოგადოებისა და სისტემების მშენებლობის პროცესში. ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმი და უსამართლო ლინგვისტური პოლიტიკები, დეკლარირებული სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიის მიუხედავად, ეთნიკურ უმცირესობების სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური გარიყულობის საფუძველი ხდება. ქვეყანაში არ არსებობს პოზიტიური მექანიზმები (e.g. კვოტირება, ფინანსური წახალისება პარტიებისთვის და ა.შ.) არადომინანტური ჯგუფების პოლიტიკური მონაწილეობის გასაძლიერებლად. არ არსებობს ეთნიკური უმცირესობების საკონსულტაციო მექანიზმები აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებთან, რომელსაც შეეძლო გაეძლიერებინა ამ ჯგუფების გავლენები გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობათა საბჭოსთან, კი სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობა და კონსულტაციები არ არის რეგულარული და განჭვრეტადი.
მედია ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ მსგავსი პარადიგმების შექმნის პროცესში. ცენტრალური მედია ორგანიზაციები კი ხშირად უგულებელყოფენ უმცირესობების საჭიროებების და წუხილების გაშუქების საკითხებს. ხოლო, იმ შემთხვევებში, როცა ცენტრალური მედიები აშუქებენ ამ საკითხებს, აშკარაა მგრძნობელობის, სიღრმის და ცოდნის ნაკლებობა. მეორე მხრივ, ადგილობრივი მედია ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ხშირად ვერ ახერხებენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად აქტიურ თანამშრომლობას,რომლის შედეგადაც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის გაიზრდებოდა.
ბოლო წლების განმავლობაში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებში მნიშვნელოვანი ძვრებია თვალშისაცემი. ისინი უფრო ხმამაღლა და აქტიურად საუბრობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სამოქალაქო თანასწორობა, ინტეგრაცია და მონაწილეობითი დემოკრატია. ამასთანავე, მათ სჭირდებათ მნიშნველოვანი მხარდაჭერა სახელმწიფო, არასახელმწიფო და საერთაშორისო აქტორებთან ურთიერთობების მშენებლობის პროცესში და პრობლემური საკითხების სახელმწიფოს წინაშე დაყენების პროცესში.
პროექტის ამოცანებშია:
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ადგილობრივი ორგანიზაციებთან: სოლიდარობის თემთან და პლატფორმა სალამთან ერთად.
ინსტრუქცია