[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / ვიდეო

უწყვეტი პროტესტი სოფელ შუქრუთში

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში უკვე 6 თვეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.

ადგილობრივები კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. სახელმწიფოს და კომპანიის მხრიდან შუქრუთელების მოთხოვნების სრული უგულებელყოფის ფონზე, რამდენიმე მათგანმა პროტესტის უკიდურეს ფორმებს, შიმშილობას და პირის ამოკერვასაც მიმართა.

პარალელურად, გრძელდება ადგილობრივებზე ზეწოლის და პროტესტის ჩახშობის მცდელობები: "ჯორჯიან მანგანეზმა" სამსახურიდან გაათავისუფლა პროტესტში მონაწილე რამდენიმე თანამშრომელი, ადგილობრივების წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება კომპანიის საქმიანობის ხელშეშლისთვის და მეტიც, საჩხერის რაიონულმა სასამართლომ მათ სოფელ შუქრუთში, მაღაროსთან პროტესტიც აუკრძალა.

11 სექტემბერს, შუქრუთელები პროტესტის გაგრძელებას თბილისში გეგმავენ.

ამ ვიდეოში მოგიყვებით, ზუსტად რას ითხოვენ დაზარალებულები და რატომ არის მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანი.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“