[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უფლება საცხოვრებელზე / ვიდეო / რეპორტაჟი

უსახლკაროები მელიქიშვილზე

2015 წლის 28 მარტს, თბილისში, მელიქიშვილის ქ. #49-ში არსებულ შენობაში შესახლებული, სოციალურად დაუცველი 12 უსახლკარო ოჯახი კერძო მესაკუთრის განცხადების საფუძველზე გამოასახლეს. ისინი ამ სახლში წლების მანძილზე ცხოვრობდნენ. როგორც გამოსახლებული პირები აღნიშნავენ, შენობის მესაკუთრე ობიექტის კერძო ინვესტორისთვის გადაცემას აპირებს. გამოსახლებულებს შორის არიან მარტოხელა დედები და მათი მცირეწლოვანი შვილები, ეტლით მოსარგებლე და მხედველობის არმქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დევნილები, მოხუცები და სხვა ჯგუფების წარმომადგენლები.

მელიქიშვილის #49-ში მდებარე ობიექტიდან გამოსახლებული სოციალურად დაუცველი პირები აცხადებენ, რომ ოჯახებმა, სადაც არასრულწლოვნები არიან, ქალაქ თბილისის მერიისგან ერთი წლის ვადით ბინის დაქირავების შეთავაზება მიიღეს. დანარჩენ ოჯახებს 1 თვით ბინის ქირის გადახდა შესთავაზეს. გამოსახლებული ოჯახების ნაწილი შეთავაზებულ პირობებზე თანახმაა. აბსოლუტური უმრავლესობა კი, ამ დრომდე ქუჩაში ატარებს ღამეს.

სახალხო დამცველის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, 2014 წლის მდგომარეობით, მხოლოდ თბილისში 9 805 უსახლკარო ოჯახი აფარებს თავს 401 ობიექტს. სახელმწიფოს მხრიდან უსახლკარობასთან ბრძოლის ეფექტური პოლიტიკის არარსებობა კიდევ უფრო ამძიმებს მოწყვლადი ჯგუფის მდგომარეობას. რამდენადაც, სახელმწიფოს არ აქვს უსახლკარობასთან ბრძოლის ადეკვატური სამართლებრივი გარანტიები და თანმიმდევრული პოლიტიკა, პასუხისმგებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას ეკისრება, რომელიც ვერ პასუხობს უსახლკარობის მასშტაბებს. შედეგად, სახელმწიფო სოციალურად დაუცველი და უსახლკარო პირების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებასაც კი ვერ ახერხებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“