[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / ვიდეო / რეპორტაჟი

ცხოვრება საოკუპაციო ხაზთან - ლია ჩლაჩიძე და ქეთი ბებიაშვილი

ამ ვიდეოში გიყვებით ორ ქალზე, ლია ჩლაჩიძეზე და ქეთი ბებიაშვილზე, რომლებსაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ მშვიდობის მშენებლობის პროცესში. ქალბატონი ლია ერგნეთში, საოკუპაციო ხაზიდან 200 მეტრში ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, ამ სოფელში ცხოვრება დენთის კასრზე ცხოვრებას ჰგავს, რადგან არასოდეს იცი, როდის რა მოხდება.

ქალბატონი ლია აგვისტოს ომის მუზეუმის დამფუძნებელია. მუზეუმისა, რომლიც ომის ისტორიას ინახავს. მას იმედი აქვს, რომ ერთ დღესაც, როცა "მახინჯი მავთულხლართები დაინგრევა", ამ სივრცეში ოსები და ქართველები მშვიდობის ენით ისაუბრებენ.

ქეთი ბებიაშვილი კი გორში საიას ოფისს ხელმძღვანელობს და მნიშვნელოვან დახმარებას უწევს მათ შორის კონფლიქტით დაზარალებულ, საზღვრისპირას მცხოვრებ ქალებს. მისი თქმით, სულ უფრო ბუნდოვანი ხდება, რა ხედვა აქვს სახელმწიფოს ერთი მხრივ, ზოგადად სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებით და მეორე მხრივ კი, ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებთან მიმართებით. ამ ადამიანებისთვის მთავარი საკითხი უსაფრთხოებაა, რომელიც დღითიდღე მწვავდება, არსებული დღის წესრიგის გათვალისწინებით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“