საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში უკვე ხუთი წელია, „ჯორჯიან მანგანეზის" ქვეკონტრაქტორი კომპანია მადანს ე.წ. ვახტური წესით მოიპოვებს.
ვახტები სოფლის ქვეშ, მოსახლეობის საცხოვრებელი სივრცეების ქვეშ გადის და აზიანებს სახლებსა და ეზოებს.
ადგილობრივი მოსახლოება ხელისუფლებისგან ყურადღებასა და დახმარებას წლებია ითხოვს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, შუქრუთში არსებული მდგომარეობა საცხოვრისის ფუნდამენტურ უფლებას არღვევს; მიყენებული ზიანი დღითიდღე იზრდება; გრძელდება სახელმწიფოს მხრიდან ამ პრობლემების უგულებელყოფაც.
ვიდეოში მოისმენთ შუქრუთელების წუხილებსა და მოთხოვნებს, რომელსაც მთავრობის მისამართით აჟღერებენ.
ინსტრუქცია