საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ვენეციის კომისია, ევროპელი პროკურორების საკონსულტაციო საბჭო და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამინის უფლებათა ოფისი აქვეყნებს წინასწარ დასკვნას პროკურატურის მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით. დასკვნის მიხედვით მართალია რეფორმა მიდის სწორი მიმართულებით, თუმცა ის სრულად ვერ პასუხობს პროკურატურის სისტემის დეპოლიტიზირების შესახებ დასახულ მიზანს.
დასკვნის თანახმად, მთავარი პროკურორის ნომინირება უნდა ემყარებოდეს ნათელ კრიტერიუმებს და იუსტიციის მინისტრი ერთპიროვნული ნომინირების ნაცვლად, კონსულტაციას უნდა გადიოდეს დამოუკიდებელ გარე აქტორებთან. ასევე ნაცვლად ერთისა, საპროკურორო საბჭოს უნდა წარედგინოს მთავარი პროკურორის რამდენიმე კანდიდატურა; დასკვნაში ასევე შემოთავაზებულია მთავარი პროკურორის ნომინირების განსხვავებული მოდელი, რომელშიც კანდიდატების შერჩევა ღია საკონკურსო წესით საპროკურორო საბჭოს მიერ ხდება. შერჩეული კანდიდატებიდან კი ერთ-ერთს მოგვიანებით იუსტიციის მინისტრი წარუდგენს პარლამენტს.
დასკვნაში ხაზგასმულია პროკურორთა დანიშვნის პროცესში კონსენსუსის მნიშვნელობა, ისევე როგორც ცალმხრივი პოლიტიკური ნომინირების თავიდან აცილების საკითხი. ამ კონტექსტში, აღნიშნულია, რომ მთავარი პროკურორის დანიშვნის შემოთავაზებულ მოდელში კვლავ ძლიერია პოლიტიკური ელემენტი. ასევე ხაზგასმულია, რომ როგორც მთავრობა, ისე საპარლამენტო უმრავლესობა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს მთავარი პროკურორის დანიშვნის ყველა ეტაპზე. პროცესის დეპოლიტიზირების მიზნით კი უნდა მოხდეს მთავარი პროკურორის შერჩევის შემოთავაზებული მოდელის გადააზრება.
დასკვნის თანახმად, საპროკურორო საბჭოში პარლამენტის მხრიდან წევრები უნდა შეირჩეოდნენ კვალიფიციური უმრავლესობით, სხვა შემთხვევაში კი უნდა დაწესდეს კვოტა საპარალემნტო ოპოზიციისთვის;
ასევე აღნიშნულია, რომ ნაცვლად იუსტიციის მინისტრის მხრიდან საპროკურორო საბჭოს ავტომატური ხელმძღვანელობისა, უმჯობესია თავმჯდომარე შეირჩეს თავად საბჭოს მიერ არჩევნებით. დამატებითი გარანტიებია საჭირო იმისათვის, რომ საპროკურორო საბჭოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი იყოს უზრუნველყოფილი. ამ მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური წრეების წარმომადგენელთა შერჩევა მოხდეს გამჭვირვალე პროცესის შესაბამისად;
დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ სპეციალურ პროკურორთან დაკავშირებული რეგულირებები უფრო ნათელი უნდა გახდეს. მნიშვნელოვანია დაზუსტდეს მისი სტატუსი, ასევე რას გულისხმობს საქმის შესწავლა. ასევე განსზღვრული უნდა იყოს რა ტიპის გადაწყვეტილება მიიღება სპეციალური პროკურორის მიერ განხორციელებული შესწავლის საფუძვლეზე.
დასკვნაში ასევე აღნიშნულია დამატებითი ინსტიტუციური რეფორმების საჭიროების და მნიშვნელობის შესახებ პროკურატურის სისტემაში.
დასკვნის სრული ტექსტი იხილეთ აქ: http://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-PI(2015)014-e
ინსტრუქცია