ციხეებში დღემდე არ მოქმედებს ხანგრძლივი ჩანაცვლებითი მკურნალობა
არსებული კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებული და ბრალდებული პირებისთვის მკურნალობის უწყვეტობას, აიძულებს პროგრამაში ჩართულ პირებს უარი თქვან მკურნალობაზე პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის შემთხვევაში.
არსებული რეგულაციები არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს და აფერხებს ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობას ციხეებში.