[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

კრიტიკული ფემინისტური აზრი / თარგმანი

Governmentality და ქალთა ტრანსნაციონალური მოძრაობების ძალაუფლება

აია ბერაია 

ავტორი: ქეროლ ჰარინგტონი/ ვიქტორიას უნივერსიტეტი, უელინგტონი, ახალი ზელანდია

რედაქტორი: გვანცა ხონელიძე

თეორეტიკოსმა ფემინისტებმა ცივი ომის დასრულების შემდგომ უსაფრთხოების დისკურსსა და პრაქტიკაში გენდერის საკითხის წარმატებით შეტანა აღნიშნეს. სწავლულებმა კონფრონტაციული პოლიტიკის თეორიების ადაპტირება მოახდინეს, რათა გაეანალიზებინათ, როგორ მიაღწიეს ამას ტრანსნაციონალურმა ფემინისტურმა ქსელებმა. ჩემი აზრით, ეს თეორიები უფრო გაღრმავდება, თუ ტრანსნაციონალური ფემინისტური ქსელების მიერ გლობალური მმართველობითი ცოდნის, უნარის წარმოებისა და გავრცელების უფრო დაკვირვებით კონცეპტუალიზაციას მოვახდენთ. ეს სტატია სოციალური მოძრაობის თეორიას გლობალური governmentality-ის თეორიასთან აკავშირებს. governmentality-ის ანალიზი ჩვეულებრივ მმართველობით ძალაუფლებაზეა ფოკუსირებული და არა პოლიტიკურ კონფრონტაციებზე ან პოლიტიკური აუტსაიდერების კოლექტიურ აგენტობაზე. თუმცა, ჩემი აზრით, governmentality-ის ანალიზი გამოსადეგია გლობალურ პოლიტიკაში განვითარებისა და უსაფრთხოების სფეროებზე ფემინისტური გავლენის ასახსნელად. governmentality-ის ლინზა პოლიტიკას სიმართლისა და ცოდნისთვის მებრძოლად მიიჩნევს. ვინაიდან სპეციალისტებს აქვთ ავტორიტეტი, კონკრეტულ საკითხებზე სიმართლე ილაპარაკონ, governmentality-ის ანალიზი ესწრაფვის, სათანადო ცოდნის სოციალური ბაზისი გამოავლინოს. ქალთა ტრანსნაციონალური მოძრაობების ძალაუფლება ცოდნის გლობალურ ქსელებში ქალების შესახებ ცოდნის გაფართოებასა და გავრცელებაში მდგომარეობს.

შესავალი

სოციალური მოძრაობის თეორია ხელს უწყობს ქალთა მოძრაობების გავლენის კონცეპტუალიზაციას, როგორც მასკულინური ელიტის იძულებას, იმოქმედოს თავისი სურვილის წინააღმდეგ, პოლიტიკური ბერკეტებისა და სქემების საშუალებით. ამ პერსპექტივით, ელიტა დათმობაზე მიდის დამარწმუნებელი რიტორიკითა და ლობირების საშუალებით. სოციალური მოძრაობის თეორია ელიტასა და არაელიტას შორის მკვეთრ ზღვარს ავლებს და სოციალურ მოძრაობებს გარიყულთა სასარგებლოდ მოქმედებას მიაწერს. მიუხედავად ამისა, სოციალური მოძრაობის თეორეტიკოსები წარმატების მისაღწევად სოციალური მოძრაობის ორგანიზაციებსა და ელიტას შორის კავშირის მნიშვნელობას აღიარებენ. ეს სტატია სოციალური მოძრაობის პერსპექტივებს მიმოიხილავს, შემდეგ კი ეცდება, დაამტკიცოს, რომ governmentality-ის თეორია ქალთა ორგანიზაციების ძალაუფლებას უფრო სრულყოფილად ხსნის. governmentality-ის თეორია ცოდნის სოციალურ შედეგებზეა ფოკუსირებული და ძალაუფლების უფრო ნაკლებად დიქოტომიურ გაგებას გვთავაზობს, ვიდრე სოციალური მოძრაობის თეორია. მე წარმოვაჩენ, თუ როგორ მოხდა, რომ საერთაშორისო ქალთა მოძრაობის ორგანიზაციები, რომლებსაც დასაბამი მეცხრამეტე საუკუნეში ევროპასა და აშშ-ში დაედო, ჩამოყალიბდნენ ქალთა, როგორც უთანასწორობის მსხვერპლი გლობალური კატეგორიის სპეციალისტებად. ქალთა ორგანიზაციებმა მთელ მსოფლიოში დააარსეს თავიანთი სექციები, სადაც ქალების შესახებ მონაცემებსა და ქალთა ჩაგვრის ნარატივებს აგროვებდნენ. ისინი მხარს უჭერდნენ გლობალურ ინსტიტუტებს, რომლებიც ადამიანთა გლობალური კატეგორიების, სახელმწიფოების ანუ სახელმწიფოობის გამო წარმოქმნილი ჩაგვრისგან დასაცავად იყვნენ მიმართულნი. ეს სტატია განიხილავს ქალთა ორგანიზაციების წვლილს ქალების განვითარებისა და საფრთხეში მყოფი მოსახლეობის კატეგორიის შესახებ ცოდნის დაგროვება-გავრცელებაში. ქალთა მოძრაობების გლობალური ძალაუფლება მდგომარეობს იმაში, თუ როგორ შექმნეს ამგვარმა მოძრაობებმა ქალები, როგორც პრობლემური კატეგორია, რაც ცივილიზაციური იერარქიების შესახებ იმ დისკურსსა და ცოდნაში თავსდება, რომელიც კონკრეტულ მოსახლეობებსა და ტერიტორიებს საერთაშორისო მართვის ჩარევის ობიექტებად ადგენს.

გაეცანით თარგმანის სრულ ვერსიას⇓

Governmentality__და_ქალთა_ტრანსნაციონალური_მოძრაობების_ძალაუფლება.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“