[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური სამართლიანობა / ვიდეო / დოკუმენტური ფილმი

სრულწლოვანების შემდეგ

ზრუნვის სისტემიდან გასულ სწრულწლოვანობასმიღწეულ შშმ პირებს სახელმწიფო გარკვეული საცხოვრისით უზრუნველყოფს, თუმცა რა ხდება, როცა პირი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსს ვერ იღებს? რა გამოწვევების წინაშე დგებიან მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდები? როგორია მათი მომავალი მრავალი წლის შემდეგ?

დამოუკიდებლად ცხოვრება სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდებისთვის ხშირად პრობლემურია. მათი განათლებისა და დასაქმების საკითხი, უმეტესწილად, არასამთავრობო ორგანიზაციების ცალკეულ აქტივობებზეა დამოკიდებული. გამოცდილება კი განსხვავებულია და ის სხვადასხვა დემოგრაფიულ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის სქესსა და ასაკზე. ვიდეოში, საკუთარი გამოცდილების შესახებ მე-200 სკოლის ყოფილი ბენეფიციარები, 42 წლის იური კომახიძე და 34 წლის ბექა კვარაცხელია ყვებიან. თუმცა ეს მხოლოდ ნაწილია იმ პრობლემების, რომელთაც სრულწოლოვანებას მიღწეული შშმ პირები აწყდებიან.

ვიდეო მომზადებულია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტროინგის ცენტრის (EMC)“ “სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმის” ფარგლებში, რომელიც National Endowment for Democracy (NED)-ისმხარდაჭერით ხორციელდება

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს EMC-ისა და NED-ის პოზიციას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“