საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2021 წლის 18 ოქტომბერს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, თითქმის სამწლიანი ბრძოლის შემდეგ, მეორე ინსტანციის სასამართლოში მესტიის მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ მოიგო დავა, რომელიც ჰესების მშენებელობის პროტესტის მონაწილეთა სამსახურიდან დისკრიმინაციულ განთავისუფლებას ეხებოდა.
გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 18 ოქტომბერს გამოიტანა. სასამართლომ ბათილად ცნო მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილება მოსარჩელეთა გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეებს კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დააკისრა. ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შრომით ურთიერთობაში დასაქმებულთა დისკრიმინაციისაგან დაცვის თვალსაზრისით, ვინაიდან დადგინდა, რომ ნარგიზ ნიგურიანისა და მაია კახიანის დევნა განსხვავებული აზრის გამო მოხდა.
ნარგის ნიგურიანი და მაია კახიანი მესტიის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების დირექტორებად მუშაობდნენ. ისინი სამსახურიდან 2018 წლის 22 მარტს გაათავისუფლეს, რასაც წინ უძღოდა 19 მარტს მათი გაფრთხილება რეორგანიზაციისა და მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. მოსარჩელეები გათავისუფლებას მესტიაჭალა ჰესის წინააღმდეგ მათ აქტიურობას უკავშირებდნენ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პოზიცია, რომ სადავო რეორგანიზაცია ფორმალური ხასიათის იყო და არ ყოფილა დასაბუთებული მოსარჩელეების დათხოვნის აუცილებლობა.
ინსტრუქცია