[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ სარჩელის წარდგენის შემდეგ შრომის ინსპექციამ საჯარო ინფორმაციის დახურვის პრაქტიკა შეცვალა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიესალმება შრომის ინსპექციის მხრიდან ინფორმაციის უკანონოდ დახურვის პრაქტიკის აღმოფხვრას და იმედოვნებს, რომ ინსპექცია გააგრძელებს საჯარო ინფორმაციის გაცემას და მომავალშიც თავს შეიკავებს ინფორმაციის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი დახურვისგან.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, ღირსეული შრომის პლატფორმასთან თანამშრომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა სარჩელი, რომლითაც საჯარო ინფორმაციის უკანონო დახურვას ასაჩივრებდა.

სასამართლოში სარჩელის წარდგენის საფუძველი გახდა, შრომის ინსპექციის სამსახურის გადაწყვეტილება, ინსპექტირების საქმის წარმოების მასალებში, მათ შორის, ინსპექტირების ანგარიშებში დაეშტრიხა ინფორმაცია შემოწმებული საწარმოების შესახებ, ისე რომ, დოკუმენტაციიდან არ ირკვეოდა, თუ რომელ საწარმოში რა დარღვევა დადგინდა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ ინსპექციის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ, შრომის ინსპექციამ პოზიცია შეცვალა და მოთხოვნილი ინფორმაცია, სრულყოფილად, კომპანიასთან დაკავშირებული მონაცემების დაშტრიხვის გარეშე მოგვაწოდა.

იმედს გამოვთქვამთ, რომ შრომის ინსპექცია კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით ინფორმაციის გაცემას მომავალშიც გააგრძელებს და მოთხოვნილ დოკუმენტაციას სრულყოფილად მიაწვდის ყველა დაინტერესებულ მხარეს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“