[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებას პასუხობს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებას, რომლის თანახმად, თითქოსდა, არაზუსტია ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება გუგა გოგაძის გათავისუფლების შესახებ.

ვსურს საზოგადოებას დეტალურად განვუმარტოთ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მისი სამართლებრივი შედეგები, რაც ნათლად წარმოაჩენს, რომ სასამართლომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოდ და დასაქმებულის შრომითი უფლების შელახვად მიიჩნია; აღსანიშნავია ისიც, რომ სააგენტოდან დათხოვნის პროცესს მასობრივი ხასიათი ჰქონდა და საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოში კიდევ არაერთი გათავისუფლებული თანამშრომელი იბრძვის.

ირველ რიგში, უნდა განიმარტოს, რომ სააპელაციო სასამართლოს წინაშე ჩვენ მიერ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნები იყო წარდგენილი:

  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2022 წლის იანვრის ბრძანების ბათილად ცნობა, რომლის თანახმადაც გუგა გოგაძე გათავისუფლდა შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან.
  • უგა გოგაძისთვის განაცდურის ანაზღაურება-გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად გადასახდელი ხელფასის მთლიანი ოდენობით.
  • ირვანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის გამო სააგენტოსთვის კომპენსაციის გადახდის დაკისრება.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო ასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პირველი ორი მოთხოვნა, რის შედეგადაც ბათილად იქნა ცნობილი გუგა გოგაძის გათავისუფლების შესახებ ბრძანება და სააგენტოს მისთვის იძულებითი განაცდურის გადახდა დაევალა. აც შეეხება კომპენსაციის მოთხოვნას, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა აღნიშნული მოთხოვნა და სააგენტოს გოგაძისთვის 3 ათასი ლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა, ნაცვლად მოთხოვნილი 28 800 ლარისა.

სააგენტოს განცხადებაში მოცემული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ როგორც პირველ, ასევე მეორე ინსტანციაში არ დააკმაყოფილა გუგა გოგაძის სამსახურში აღდგენის მოთხოვნა არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან სამსახურში აღდგენის მოთხოვნა პირველი ინსტანციის დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნაში აღარ იყო და ნაცვლად სამსახურში აღდგენისა მოსარჩელე ითხოვდა კომპენსაციას აღდგენის შეუძლებლობის გამო. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია გუგა გოგაძის სამსახურში აღდგენაზე და ამრიგად არც სააპელაციო სასამართლოს წინაშე არ ყოფილა და ვერ იქნებოდა დაყენებული აღნიშნული მოთხოვნა; დაკავებულ პოზიციაზე აღდგენის ნაცვლად, მოთხოვნილი იყო კომპენსაცია, რომლის გადახდაც დაეკისრა სააგენტოს სასამართლოს გადაწყვეტილებით.

ღნიშნული ინფორმაციის გავრცელებით, სააგენტო, გარდა იმისა, რომ უსაფუძვლოდ უარყოფს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობას, იგი ასევე დარღვეული შრომითი უფლებების რეპარაციას მხოლოდ სამსახურში აღდგენას უკავშირებს, რაც გაუმართლებელია. ხშირ შემთხვევაში (როგორც გუგა გოგაძის შემთხვევაში) შრომითი დავის ფარგლებში პირვანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელია, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ პირი უკანონოდ არ იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან.

სევე, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ ააგენტოს განცხადებაში მოცემული ინფორმაცია არა მხოლოდ მცდარი, არამედ ურთიერთგამომრიცხავია მისივე სხვა ინფორმაციის მიმართ. ერძოდ, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ყალბია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუგა გოგაძის გათავისუფლების შესახებ ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი. თუმცა, სააგენტო არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ მათ სასამართლომ განაცდურისა და კომპენსაციის გადახდა დააკისრა, რასაც სამართლებრივ ნონსენსამდე მივყავართ. ინაიდან, თუ გათავისუფლების ბრძანება სასამართლოს შეფასებით კანონიერი იყო, გაუგებარია რა სამართლებრივ საფუძველ შეიძლებოდა დაყრდნობოდა მოთხოვნა სააგენტოსთვის იძულებითი განაცდურის გადახდის დაკისრების შესახებ.

სააგენტოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ინფორმაციის გავრცელებისას ჩვენ მიერ კულტურის მინისტრის გვარის დასახელება ყურადღების მიპყრობასა და რეიტინგის გაზრდას ემსახურება. სამწუხაროდ, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროსა და მის სსიპებში მასშტაბური საშტატო ცვლილებების შედეგად, არაერთი დასაქმებული იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან. რაც, ჩვენი შეფასებით, მიზნად ისახავდა არა მხოლოდ მინისტრისთვის არასასურველი კადრების ჩამოშორებას, არამედ კულტურის სფეროში კონტროლისა და ცენზურის დაწესებას. აღნიშნული პროცესები და კულტურის სფეროდან მასობრივი დათხოვნები უშუალოდ უკავშირდება მინისტრსა და მის დამოკიდებულებებს, შესაბამისად, ამის თაობაზე საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს და მინისტრის გვარიც მითითებაც სწორედ ამას ემსახურება მიზნად.

ამასთანავე, მოგეხსენებათ, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას სახელმწიფო ბიუჯეტი უზრუნველყოფს. მოცემული გადაწყვეტილება უკვე მესამე საქმეა, რომელშიც სასამართლომ კულტურის სფეროდან დასაქმებულების გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია და გათავისუფლებულებს სოლიდური განაცდური/ კომპენსაცია მიაკუთვნა. აღნიშნული, ასევე წარმოაჩენს, რომ გარდა დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებების უხეში შელახვისა, სახელმწიფოს ძვირი უჯდება მინისტრისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ხელმძღვანელობების სუბიექტური გადაწყვეტილებები, რომლებიც არ ეფუძნება ნათელ და განჭვრეტად კრიტერიუმებს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არასასურველი დასაქმებული პირების თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლება მინისტრის ხელწერაა, რასაც ადასტურებს სასამართლოში იუსტიციის მინისტრობის დროს წაგებული არაერთი საქმე.

რეორგანიზაციების შედეგად უკანონოდ გათავისუფლებულ პირთა უფლებების დაცვის მიზნით სოციალური სამართლიანობის ცენტრი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, სასამართლოში არაერთ დავას აწარმოებს და კულტურის სფეროდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირთა შრომითი უფლებებისთვის ბრძოლა მომავალშიც გაგრძელდება.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“