[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფის კრიმინალიზების ინიციატივას ეხმიანება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებას, რომლითაც მან რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფის კრიმინალიზების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები დააანონსა.

ხელისუფლების მიერ საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება სამებაში მომხდარი ფაქტით იქნა ახსნილი. კერძოდ, 9 იანვარს მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ  სამოქალაქო აქტივისტებმა სამების საკათედრო ტაძარში არსებულ ხატს, რომელზეც წმინდა მატრონა და იოსებ სტალინი არიან გამოსახული, საღებავი შეასხეს. აქტივისტების პროტესტი სტალინის ხატზე გამოსახვის ფაქტს მოყვა, რომელიც საზოგადოების მხრიდან ძლიერი კრიტიკის მიუხედავად, დროული და სათანადო რეაგირების საგანი არ გახდა საპატრიარქოს მხრიდან. აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე გამოძიება დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და პასუხისმგებლობის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამებაში მომხდარი ინციდენტი საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება, ასეთი ქმედებებისათვის არ არის გათვალისწინებული პროპორციული პასუხისმგებლობა.

კანონპროექტზე დეტალური და ნიუანსირებული მსჯელობა მისი ტექსტის გასაჯაროების შემდეგ იქნება შესაძლებელი. თუმცა პირველადი და ზოგადი შეფასებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ ახალი კანონმდებლობა შესაძლოა წინააღმდეგობაში მოდიოდეს გამოხატვის თავისუფლებით დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებთან და  მსგავსი სუბიექტური სფეროს (შეურაცხყოფის) მოწესრიგების მცდელობამ დაარღვიოს განჭვრეტადობისა და კანონის უზენაესობის კონსტიტუციური პრინციპები.

ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების  არსებობისათვის  საჭირო ბაზისურ აუცილებლობასა და საფუძველს წარმოადგენს და მისი დაცვის ფარგლები არა მხოლოდ ისეთ იდეებსა და გამოხატვაზე ვრცელდება, რომლებიც უმრავლესობისათვის მისაღებ, პოპულარულ ანდა ნეიტრალურ მოსაზრებას შეიცავს, არამედ ისეთ გამოხატვასა და შეხედულებასაც, რომელიც შოკისმომგვრელი, შემაწუხებელი ანდა შეურაცხმყოფელია სახელმწიფოსათვის თუ საზოგადოების ნებისმიერი ნაწილისათვის,  ვინაიდან, პლურალიზმი, შემწყნარებლობაცა და თავისუფალი აზროვნებაც, დემოკრატიული საზოგადოების არსებობის უპირობო წინაპირობაა. [1]

ამავდროულად სასამართლო განმარტავს, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა შესაძლოა მართლზომიერი იყოს, თუ კი უფლებაში ჩარევა რელიგიური სიძულვილის აღმოფხვრას განაპირობებს, თუმცა გამოყენებული შეზღუდვა და ლეგიტიმური მიზანი მხოლოდ რელიგიისა და რწმენის დაცვის მოტივით უნდა იქნას გამართლებული.  მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო არაგონივრულს უწოდებს როგორც რელიგიურ უმცირესობების, ისე დომინანტური რელიგიების მიმდევარი პირების მოლოდინს იმისა, რომ მათ რწმენასა და შეხედულებებს არავინ გააკრიტიკებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მორწმუნე პირები ვალდებულნი არიან მიიღონ და ტოლერანტობა გამოიჩინონ მათი რწმენის შესახებ გამოთქმული კრიტიკისა და უარყოფის მიმართ.[2]

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა აღნიშნა, რომ ეროვნულ დონეზე რელიგიის შეურაცხყოფის დასჯის კანონმდებლობა ხშირად კონტრპროდუქტიულია, რადგან რელიგიასთან დაკავშირებული ყველა დიალოგი, დებატი თუ კრიტიკა, რომელთა უმეტესობა შეიძლება კონსტრუქციული, ჯანსაღი და საჭირო იყოს, შესაძლოა ცენზურის ქვეშ მოექცეს.  კომისრის რეკომენდაციით, სახელმწიფოებმა, რომლებსაც აქვთ რელიგიის შეურაცხყოფის შესახებ კანონები, უნდა გააუქმონ ისინი, რადგან ასეთ კანონებს აქვთ დამახინჯებული გავლენა რელიგიის ან რწმენის თავისუფლებით სარგებლობაზე და რელიგიის შესახებ ჯანსაღ დიალოგსა და დებატებზე.[3]

ვენეციის კომისიამ ასევე იმსჯელა თუ რამდენად არის სისხლის სამართლის კანონმდებლობა ადეკვატური და/ან ეფექტური გამოხატვის თავისუფლებისა და რელიგიის პატივისცემის უფლების ბალანსისთვის, და დაასკვნა, რომ სისხლის სამართლის სანქციები მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ ქმედება შეიცავს სიძულვილის წაქეზებას (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ქმედება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევით შეიძლება დაკვალიფიცირდეს).[4]

მართალია, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ნამდვილად მოქმედებს რელიგიის შეურაცხყოფის შესახებ კანონმდებლობა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ არსებობს მოსაზრება, რომ აღნიშნული კანონმდებლობა, ბუნდოვანი და არა განჭვრეტადი ხასიათიდან გამომდინარე, წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის რელიგიის თავისუფლების სახელმძღვანელო პრინციპებთან.[5] ამასთანავე, ევროპის ქვეყნების კანონმდებლობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია ბოლო წლებში რელიგიის შეურაცხყოფის შესახებ კანონმდებლობის გაუქმების მზარდი ტენდენციაც.[6] ამავე ტენდენციაზე მიუთითებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რელიგიის შეურაცხყოფის ამკრძალავი კანონმდებლობის გაუქმების მიზნით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წარმოებული საზოგადოებრივი კამპანიებიც.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს შემთხვევაში ხელისუფლება არ მსჯელობს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზებაზე, რომელიც ცალსახად და მკაფიოდ გაკრიტიკებულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიერ. თუმცა „რელიგიური ნაგებობებისა“ და „ნივთების“ შეურაცხყოფის კრიმინალიზება ასევე შეიცავს გამოხატვის თავისუფლებაში თვითნებური ჩარევის მაღალ რისკებს და ის კრიტიკულად უნდა იქნას გააზრებული სახელმწიფოს მიერ.  უფრო ზუსტად კი:

  1. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ისედაც სათანადოდ აწესრიგებს ერთი მხრივ, რელიგიის თავისუფლებისა და მეორე მხრივ, გამოხატვის თავისუფლების მიმართებას და ორივე უფლებას მაღალი სტანდარტით იცავს. სისხლის სამართლის კოდექსით, რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით დანაშაულის ჩადენა ყველა რელევანტური დანაშაულისთვის სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება (53 პრიმა მუხლი). სისხლის სამართლის კოდექსი ასევე სათანადოდ იცავს კერძო საკუთრების ობიექტებს და ითვალისწინებს სასჯელს სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებისთვის; კოდექსი დაცვის ობიექტად აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსაც. შესაბამისად, საკითხის დამატებითი საკანონმდებლო მოწესრიგების, განსაკუთრებით კი კრიმინალიზების საჭიროება არ არსებობს და პირიქით, იგი, შესაძლოა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სახიფათო ინსტრუმენტად იქცეს. ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მნიშვნელოვანია გაჩნდეს სიძულვილის მოტივი, როგორც დამამძიმებელი გარემოება, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია სამოქალაქო ორგანიზაციები ვითხოვთ და ეს შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილი სამართალდარღვევების უფრო ადეკვატური და სამართლიანი შეფასების მექანიზმი იქნებოდა.
  2. განსახილველი საკითხების რეგულირების მცდელობა არა ერთ ბუნდოვანებას წარმოშობს და თავისუფლებებში ჩარევის მაღალ რისკებს აჩენს. მაგალითად, ბუნდოვანია თუ 1. თუ რა ტიპის საგნებს, სიმბოლოებს და ნივთებს ჩათვლის კანონმდებელი ასეთად, მით უფრო, რომ არა ერთი რელიგიური სიმბოლო სეკულარიზებული და პროფანირებულიც არის; 2. რას იგულისხმებს კანონმდებლობა შეურაცხყოფაში და როგორ გაზომავს ამ სუბიექტურ აღქმას; 3. რომელი რელიგიების საკულტო ნაგებობები მოექცევა კანონის გავრცელების არეალში, მაშინ როცა რელიგიური ორგანიზაციების დიდ ნაწილს რელიგიური ნაგებობები ამგვარი სტატუსის გარეშე აქვთ გაფორმებული და ამის შესაძლებლობას კანონმდებლობა არ აძლევს მათ; 4. ჩაითვლება თუ არა ხელოვნების, ლიტერატურის მიზნებისთვის მსგავსი გამოხატვა გამონაკლის შემთხვევად. აღნიშნული კითხვების ფონზე არსებობს რისკები, რომ კანონმა არ დააკმაყოფილოს განჭვრეტადობის მოთხოვნა, რომელიც განსაკუთრებით მკაცრი სისხლის სამართლის დანაშაულების და სასჯელების განსაზღვრის დროს არის და მისი მიზანი სახელმწიფოს თვითნებობისგან ადამიანის თავისუფლების და ღირსების დაცვაა.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ

  • რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფის კრიმინალიზება ამ ცნებების ბუნდოვანი, სუბიექტური და განუჭვრეტელი ბუნებიდან გამომდინარე, თვითნებობის მაღალ რისკებს შეიცავს და შესაძლოა გამოხატვის თავისუფლებასთან მოვიდეს წინააღმდეგობაში. ამდენად არსებითია ხელისუფლებამ თავი შეიკავოს იმგვარი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებისგან, რომელსაც შეუძლია გააუარესოს გამოხატვის თავისუფლების დაცვის მდგომარეობა ქვეყანაში, მით უფრო, რეპრესიული მექანიზმებით.
  • ამასთანავე, სისხლისამართლებრივი იძულების მექანიზმების გამოყენება გრძელვადიანი საზოგადოებრივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად გამოუსადეგარია და მნიშვნელოვანია სახელმწიფომ იმუშაოს საზოგადოებაში არსებული დისკურსული კონფლიქტების გრძელვადიან გადაჭრაზე ამგვარი კონფლიქტების სისტემური მიზეზების გააზრებისა და პლურალიზმის და კრიტიკული დისკუსიის წახალისების გზით. განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სახელმწიფომ იმუშაოს საბჭოთა რეპრესიული წარსულის კვლევისა და მეხსიერების შექმნისთვის საჭირო აკადემიური და კულტურული რესურსების და ინფრასტრუქტურის მხარდაჭერაზე. საპატრიარქომ, აკადემიურმა ინსტიტუტებმა კი მნიშვნელოვანია მხარი დაუჭიროს საბჭოთა პერიოდში ეკლესიის დევნის, შევიწროების და ზიანის და იმ პერიოდის წარმოდგენებისა და კულტურული გავლენების კვლევას, სამრევლოებში ამ საკითხებზე კრიტიკულ განხილვებს და შეთანხმებებს. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან ამგვარი სამუშაოების მნიშვნელობაზე ხაზგასმა არ ყოფილა არც ერთ განცხადებაში

სოციალური სამართლიანობის ცენტრი წარმოადგენს ძირეულ და დეტალურ ანალიზს ამ საკითხზე, როგორც კი კანონპროექტის ტექსტი ხელმისაწვდომი იქნება.  

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „Wingrove v. The United Kingdom”

[2] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „Otto-Preminger-Institut v.Austria”, Par:47.

[3] United Nations General Assembly, Report of the United Nations High Commissioner for Human Rights on the expert workshops on the prohibition of incitement to national, racial or religious hatred, პარაგრაფი 19 ხელმისაწვდომია:https://shorturl.at/LM468,

[4] European Commission for Democracy Through Law (Venice Commission), Report on the Relationship between Freedom of Expression and Freedom of Religion, The Issue of Regulation.Par:89, 92, ხელმისაწვდომია:https://shorturl.at/bmuIY

[5] მაგალითად, გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლის მიხედვით, დასჯადია საჯარო სივრცეში წერილობითი მასალის გავრცელებით ეკლესიის ან სხვა რელიგიური ან იდეოლოგიური გაერთიანების, ან მათი ინსტიტუციების ან წესების  შეურაცხყოფა იმგვარი ფორმით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოებრივი მშვიდობის დარღვევა. თუმცა, “საზოგადოებრივი სიმშვიდის” დარღვევა ბევრად ფართო ცნებაა, ვიდრე “სიძულვილის ან ძალადობის წახალისება” და არ შეესაბამება ევროკავშირის რელიგიის თავისუფლების სახელმძღვანელო პრინციპებს, რომელიც ერთმანეთისგან განასხვავებს გამოხატვას, რომელიც განზრახ ახალისებს ძალადობას და მეორე მხრივ, გამოხატვას, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს ძალადობა. ეს უკანასკნელი კი შეიძლება ფართოდ განიმარტოს და გამოყენებულ იქნეს კრიტიკული ან დამცინავი გამოხატვის შესაზღუდადაც.

[6]  OSCE, Defamation and Insult Laws in the OSCE Region: A Comparative Study, ხელმისაწვდომია:https://rb.gy/cj4a7a

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“