[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი OSCE-ს საერთაშორისო ჯილდოს 2022 წლის გამარჯვებულია!

აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე თარგმანი იხ. მიმაგრებულ ფაილში

დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა ჩვენთვის! სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ქვეყანაში არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების მხარდასაჭერად გაწეული ძალისხმევისთვის OSCE-ს ეროვნული უმცირესობების საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისის პრესტიჟული გლობალური ჯილდოს - Max van der Stoel 2022 წლის გამარჯვებული გახდა.

ეს პრიზი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯილდოა ადამიანის უფლებათა სფეროში, რომელიც 2001 წელს დაწესდა და რომელსაც გადასცემენ ორგანიზაციებსა და პერსონებს, თავიანთ ქვეყნებში ეთნიკური/ეროვნული უმცირესობების მიმართულებით გაწეული განსაკუთრებული შრომისა და მიღწევებისთვის.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაუღალავად იბრძვის ქვეყანაში ყველა სოციალური ჯგუფის თანასწორობისთვის, სწორედ ამიტომ, ჟიურიმ ანონიმური კენჭისყრის შედეგად, ამ ორგანიზაციას გადასცა წლევანდელი ჯილდო", - ვკითხულობთ OSCE-ს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

დიდ მადლობას ვუხდით, OSCE-ს ეროვნული უმცირესობების საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისს ამ ჯილდოსთვის და აქვე, გამოვხატავთ განსაკუთრებულ მადლიერებას საქართველოში შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლობის მიმართ. ამ ჯილდოზე ჩვენი ნომინირება სწორედ მათი ინიციატივა იყო.

მადლობა ჩვენი ორგანიზაციის თითოეულ თანამშრომელს, დაუღალავი შრომისთვის და თანასწორობისა და თავისუფლების რწმენისთვის, რომელიც ყოველთვის იყო ჩვენი მუშაობის მთავარი ამოსავალი წერტილი!

ჩვენი მუშაობა, თითოეული მიღწევა და გამარჯვება ეფუძნება თავად არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაუღალავ შრომას, რათა საქართველოში ავაშენოთ სოლიდარული, ინკლუზიური და სამართლიანი საზოგადოება. მიგვაჩნია, რომ ჩვენთან ერთად, ამ ჯილდოს გამარჯვებულია ყველა ის ადამიანი, რომელიც არადომინანტური ჯგუფების შიგნით ეწევა აქტივიზმს, სათემო მუშაობას და თვითორგანიზების პრაქტიკას, რათა დავასრულოთ სისტემური დისკრიმინაცია და მივაღწიოთ ტრანსფორმაციულ ცვლილებებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“