საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება კომპანია „ევოლუშენ ჯორჯიაში“ არსებული შრომითი პირობების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და შრომის ინსპექციის სამსახურს მოუწოდებს, უზრუნველყოს სათანადო რეაგირება და კომპანიაში ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნა.
კომპანია "ევოლუშენ ჯორჯიაში" დასაქმებულთა შრომითი უფლებების ხშირი დარღვევები და არასათანადო შრომითი პირობები არაერთხელ გამხდარა ფართო საზოგადოების ყურადღების საგანი. კომპანიაში დასაქმებულთა მძიმე უფლებრივ მდგომარეობას კიდევ ერთხელ ააშკარავებს 2 ივლისს ონლაინ მედია-პლატფორმა "მაუწყებლის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია - კომპანიის მენეჯერების მიმოწერის ამსახველი „სქრინები“, სადაც ნათლად ჩანს კომპანიის ხელმძღვანელობის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება კომპანიაში დასაქმებულ პირთა მიმართ[1]. აღნიშნული ფაქტები შეიცავს შრომით ურთიერთობაში შევიწროების, დისკრიმინაციისა და ღირსების შელახვის ნიშნებს.
განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ამგვარი უფლებადარღვევის შემთხვევებს ადგილი აქვს კომპანიაში, სადაც არაერთი ახალგაზრდა და სტუდენტი მუშაობს და, შესაბამისად, ბევრი მათგანისთვის პირველი სამსახურია ორგანიზაცია, სადაც დასაქმებულების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება, როგორც ჩანს, სისტემური პრობლემაა. "ევოლუშენ ჯორჯიაში" დასაქმებული პირები დიდი ხანია იბრძვიან თავიანთი შრომითი უფლებების დასაცავად. ისინი აპროტესტებენ მიზერულ ხელფასებს, არასათანადო შრომის პირობებს, სამუშაო ადგილზე ანტისანიტარიას და დამსაქმებლის მხრიდან შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას. მათი ინტერესების დამცველი პროფკავშირების, ლაბორისა და ევო-კავშირის ჩართულობით, ახლახანს დასრულდა დამსაქმებელთან შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული მედიაციის პროცესი. მედიაციამ დასაქმებულ პირთათვის სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. შესაბამისად, ისინი გეგმავენ მათი უფლებების დაცვის მიზნით კანონმდებლობით გარანტირებული შემდგომი მექანიზმის, გაფიცვის უფლების გამოყენებას. გაფიცვის თარიღის, დროისა და ხასიათის შესახებ დასაქმებულები ინფორმაციის გავრცელებას დღეს გეგმავენ.
აღსანიშნავია, რომ ლაბორისა და ევო-კავშირის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათთვის ცნობილი გახდა "ევოლუშენ ჯორჯიას" საოპერაციო ხელმძღვანელის მიერ შუალედური რგოლის მენეჯერებისათვის გადაცემული ე.წ. ინსტრუქციის შესახებ, რომელიც გაფიცვის დროს "ევოლუშენ ჯორჯიას" მხრიდან გასატარებელ სადამსჯელო ღონისძიებებს ასახავს[2]. აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს გაფიცვის უფლებით სარგებლობის გამო დასაქმებულ პირთა დაშინებისა და გაფიცვის უფლების განხორციელებისათვის ხელშეშლის ნიშნებს. სოციალური სამართლიანობის ცენტრი შეახსენებს "ევოლუშენ ჯორჯიას" , რომ გაფიცვის უფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და შრომის კოდექსით გარანტირებულ ფუნდამენტურ სოციალურ უფლებას. საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია აჩვენებს, რომ "ევოლუშენ ჯორჯიაში" დასაქმებული პირები, მათი ინტერესების დამცველ პროფკავშირებთან ერთად, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურებისა და მოთხოვნების დაცვით მოქმედებენ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ:
[1] ონლაინ მედია-პლატფორმა ,,მაუწყებელი’’:
https://www.facebook.com/photo?fbid=1032467062212080&set=pcb.1032468388878614.
https://www.facebook.com/photo?fbid=1020932099649319&set=a.565194895223044.
ინსტრუქცია