[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

სოც. მუშაკები: "ჯანდაცვის სამინისტრო მედიაციის პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობს"

ფოტო: ლიბერალი

სოციალურმა მუშაკებმა 20 მარტს ბრიფინგი გამრთეს და ისაუბრეს ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, მედიაციის პროცესის სავარაუდო ხელის შეშლისა და სოც. მუშაკებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე. გთავაზობთ, მათ მიერ გავრცელებულ განცხადებას, უცვლელად:

სოციალურ მუშაკებსა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის მედიაციის ფარგლებში, თვენახევრიანი ლოდინის შემდეგ, სოციალურ მუშაკებს პირველად მოგვეცა საშუალება დავსწრებოდით ორმხრივ შეხვედრას, რომელზეც სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი იქნება მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია. ეს შეხვედრა ჩანიშნულია დღეს, 20 მარტს, 17:00 საათზე. თუმცა, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მედიაციის პროცესის გვერდის ავლით, სამინისტრო ავალდებულებს რაიონული სერვისცენტრებიდან სოციალურ მუშაკებს, დაესწრონ სავალდებულო შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრთან, ზუსტად იმავე დროს - მედიაციის შეხვედრის პარალელურად. სავალდებულო შეხვედრის მიზანი, რეგიონებიდან ჩამოყვანილი სოცმუშაკებისთვის ცნობილი არ არის.

აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ეს ქმედება წარმოადგენს მედიაციის პროცესისადმი და პროცესში ჩართული სოც. მუშაკებისადმი უპატივცემულობას და აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მედიაციის შეხვედრის პარალელურად, ჯანდაცვის მინისტრთან სავალდებულო შეხვედრის ჩანიშვნა წინასაგაფიცვო პროცესში მყოფ სოც. მუშაკებზე ზეწოლას ემსახურება.

გარდა ამისა, ეს ქმედება რეგიონიდან ჩამოყვანილ სოციალურ მუშაკებს ართმევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ წინასწარ დაგეგმილ მედიაციის პროცესში. ასევე, გვაქვს ეჭვი, რომ სამინისტროს სურს, სოციალური მუშაკების ერთსულოვანი პროტესტი წარმოჩნდეს მხოლოდ ცალკეული სოციალური მუშაკების პროტესტად.

შეგახსენებთ, სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულმა სოციალურმა მუშაკებმა უმძიმესი სამუშაო პირობების გამო, რომელიც საფრთხეს უქმნის დასაქმებულებისა და ბენეფიციარების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, შრომითი პირობების გაუმჯობესების და სამიზნე ჯგუფებისთვის შესაბამისი მომსახურებების შექმნის მიზნით შრომითი დავა წამოვიწყეთ და შემათანხმებელი პროცედურების დაწყების თაობაზე 2019 წლის 8 თებერვალს მივმართეთ სამინისტროს.

2019 წლის 18 თებერვალს დაიწყო მედიაციის პროცესი, რომელიც დასრულდა უშედეგოდ და მოდავე მხარეს არ მიგვიღია არავითარი რეალური დაპირება, არ შემდგარა არცერთი ორმხრივი შეხვედრა. მედიაციის დასრულების შემდგომ, სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვის უფლება მოვიპოვეთ, თუმცა, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ კარგად ვიზარებთ სოციალური მუშაკის როლს, პასუხისმგებლობასა და მნიშვნელობას ბენეფიციარების დაცვის საკითხში, არ გვსურდა გაფიცვის უფლების პირდაპირ გამოყენება და ამას განვიხილავდით როგორც უკიდურეს ზომას, რის გამოც კიდევ ერთხელ მივმართეთ დამსაქმებელს მედიაციის გაგრძელების თხოვნით. ჩვენ ვითხოვდით, ჩატარებულიყო ორმხრივი შეხვედრა.

ახლაც, მიუხედავად სამინისტროს არაკეთილსინდისიერი ქმედებისა, დღეს ვაპირებთ შევხვდეთ მინისტრის მოადგილეს შევხვდეთ და მოვუსმინოთ, თუ როგორ აპირებს სამინისტრო სოციალური სამსახურის პრობლემების გადაწყვეტას.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სოციალური მუშაკები არიან ერთსა და იმავე აზრზე, მათ ჯერ არ დაუნახავთ არცერთი რეალური ქმედითი ნაბიჯი გადადმული სამინსიტროს მხრიდან, რათა თავიდან აერიდებინათ სოციალური მუშაკების მიერ უკიდურესი ზომის - გაფიცვის უფლების გამოყენება.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“