[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ლგბტი უფლებები / ვიდეო / "სხვა კუთხე"

სხვა კუთხე: 5-6 ივლისის მოვლენები

სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ ინტერვიუების ციკლს - „სხვა კუთხე“.
„სხვა კუთხის“ პირველი ეპიზოდის სტუმარია, ფილოსოფოსი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ ცხადაძე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი, თამთა მიქელაძე თამარ ცხადაძესთან ერთად ისაუბრებს 5 ივლისის მოვლენებზე, როდესაც ორგანიზებულმა რადიკალურმა ჯგუფებმა ,,ღირსების მარშის” ჩატარებას ძალადობრივი გზებით შეუშალეს ხელი.
  • რა პერიოდიდან ჩნდებიან ეს ჯგუფები საქართველოში და რა ძირითადი მახასიათებლებით შეიძლება მათი აღწერა?
  • როგორია მათი იდეოლოგიები, სტრატეგიები და რეპერტუარები?
  • შეიძლება თუ არა დავინახოთ რადიკალური კონსერვატიული პოლიტიკის აღზევება, როგორც სიმპტომი ნეოლიბერალური დემოკრატიის კრიზისისა? ანუ როგორც რეაქცია მზარდ ეკონომიკურ უთანასწორობაზე, სოციალური ფრუსტრაციაზე, გლობალური კაპიტალიზმის პირობებში სოციალური ქსოვილის რღვევასა და დემოკრატიული სისტემების რყევაზე?
  • როგორ ვსაუბრობთ ამ ჯგუფებზე და სად უშვებს დომინანტური დისკურსი ანალიტიკურ და სტრატეგიულ შეცდომას ამ მსჯელობაში?
  • რას აკეთებს, უფრო სწორედ რას არ აკეთებს ხელისუფლება და როგორია სხვა ძალაუფლებების, მაგალითად, საპატრიარქოს როლი ამ პროცესში?
  • სად არის გამოსავალი? ხომ არ არის ის რადიკალურ სოციალურ დემოკრატიულ გარდაქმნებში და ფართე საზოგადოებრივ დიალოგში?
ვიდეო ინტერვიუების ციკლი მზადდება პროექტ 64-თან თანამშრომლობითა და მათი ტექნიკური მხარდაჭერით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“