საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დღეს, 14 ივნისს, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. მისი მიზანი შშმ თემის გაძლიერებისა და მის წინაშე არსებული ბარიერების აღმოფხვრის მიმართულებით სახელმწიფოს ვალდებულებების კიდევ ერთხელ ხაზგასმაა.
ცხადია, რომ პოპულისტური განცხადებების მიღმა, მთავრობისთვის შშმ პირთა უფლებების დაცვა პრიორიტეტს არ წარმოადგენს. ყოველდღიურ ცხოვრებაში თემის წევრების წინაშე არსებული ბარიერები არსად ქრება.
#რუსულიკანონის ძალაში შესვლით, შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების ფუნქციონირება რეალურად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს მომავალში კიდევ უფრო გაართულებს თემის წევრების უფლებების რეალიზაციას, დამოუკიდებელ ცხოვრებასა და მნიშვნელოვან სერვისებზე წვდომას.
განცხადება: https://cutt.ly/xeprtWDN
ინსტრუქცია