[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ქალთა უფლებები / ვიდეო / ანალიტიკა

სერვისები ძალადობა გამოვლილი ქალებისათვის - გამოწვევები და ხარვეზები

არის თუ არა საკმარისი მხარდამჭერი სერვისები ძალადობა გამოვლილი ქალებისათვის საქართველოში?

არასაკმარისი გეოგრაფიული დაფარვა, რესურსების ნაკლებობა, სერვისების შესახებ ინფორმაციის არქონა და უნდობლობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ხარვეზებისა, რაც ჩვენმა კვლევამ გამოავლინა.

ამ პროცესიდან ყველაზე მეტად გამორიცხული ეთნიკური უმცირესობებისა და LGBTQI თემის წარმომადგენელი ქალები არიან.

სახელმწიფოს არ აქვს მსხვერპლის გრძელვადიანი გაძლიერების პროგრამები, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში სრულფასოვან ინტეგრაციას, დასაქმებას, ეკონომიკურ გაძლიერებას და დამოუკიდებლობას შეუწყობდა ხელს.

მთავარ გამოწვევად კი კვლავ დანაშაულის პრევენცია რჩება:

  • იმ ფონზე, როდესაც ფემიციდისა და ქალთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი ქვეყანაში საგანგაშოა, ქვეყნის სამართალდამცავი სისტემა სრულად ვერ პასუხობს ამ გამოწვევას, მეტიც, უმეტეს შემთხვევებში ვერ ხდება კონფლიქტის - როგორც ძალადობის იდენტიფიცირება.
  • პრევენციული ღონისძიებების მთავარი მიზანი ძალადობის გამომწვევ სოციალურ თუ კულტურულ მიზეზებთან დაპირისპირება უნდა იყოს.
  • პრევენციული პოლიტიკის გატარება სხვადასხვა უწყებების კოორდინირებულ მუშაობას მოითხოვს და მასში ჩართული უნდა იყოს როგორც განათლებისა და სოციალური დაცვის სამინისტროები, ასევე პოლიცია და მთავრობა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“