[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სისხლის სამართლის მართლმსაჯულება / განცხადება

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

როდესაც ქვეყნის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი უარს ამბობს სამართლის აღსრულებაზე, სამოქალაქო საზოგადოების მოვალეობაა, შეაგროვოს მტკიცებულებები და დაეხმაროს მსხვერპლებს სამართლიანობის ძიების გზაზე.

მივმართავთ ყოველ მსხვერპლს - ჩვენ თქვენს გვერდით ვართ.

თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და თქვენი ვინაობა კონფიდენციალურად დამუშავდება, თქვენი თანხმობის სრული გათვალისწინებით.

თუ თქვენ განიცადეთ ან გახდით მოწმე ადამიანის უფლებათა დარღვევის, გთხოვთ, შეავსოთ ეს ფორმა:

https://forms.office.com/e/1dM2ecY2vL

ან მოგვწეროთ მეილზე: [email protected]

ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ და მოგაწვდით შესაბამის ინფორმაციას.

ეს მტკიცებულებები დაზარალებულთა ინფორმირებული თანხმობით, გამოყენებული იქნება:

დოკუმენტირების მასშტაბის შესასწავლად;

საქმეების მოსამზადებლად:

- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

- გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებში:

- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი მიმართვისთვის.

არა ტერორს!

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

სამოქალაქო იდეა (Civic Idea)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

უფლებადამცველთა გაერთიანება - ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRD)

უფლებები საქართველო (RG)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი ( GCRT )

ამავე თემაზე

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“