ამ ვიდეოში დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის, ანგრევანის მძიმე ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემების შესახებ გიყვებით. სოფელი ეთნიკური აზერბაიჯანელებით არის დასახლებული. მამედოვების ოჯახი, რომელიც ვიდეოში თავისი მძიმე ყოველდღიურობის შესახებ გვიყვება, მიუხედავად არსებული რეალობისა, სოფლის დატოვებას არ აპირებს.
"მე აქ დავიბადე, აქ ვცხოვრობ, საქართველოთი ვსუნთქავ. არასოდეს მიფიქრია სხვაგან წასვლაზე, არც თბილისში, არც საზღვარგარეთ, აქ დავიბადე და აქ დავრჩები. რა მინდა საზღვარგარეთ? საქართველო უფრო ლამაზია, საქართველოს მოვუაროთ" - ამბობს ოსმან მამედოვი.