საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ილუსტრაცია: Matt Kenyon
ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძველზე იპოთეკით დატვირთული საცხოვრისიდან გამოსახლების შედეგად დამდგარი უსახლკარობის პრობლემა საქართველოში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. დაურეგულირებელი ურთიერთობები საბანკო და საკრედიტო სუბიექტებთან, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, განათლებისა და ჯანდაცვის სერვისების არასათანადო ხარისხი და სხვა სახის პოლიტიკების სისუსტე ან არარსებობა მნიშვნელოვნად ამწვავებს ამ კუთხით არსებულ მდგომარეობას - საქართველოში საბანკო ვალდებულებებზე დამოკიდებულების ზრდის მაჩვენებლები საგანგაშოა. სახელმწიფოს მიერ სათანადო მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი ოჯახები სესხის აღებას განიხილავენ, როგორც მძიმე ეკონომიური მდგომარეობიდან თავის დაღწევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზას. აღნიშნულ მსჯელობას ამყარებს საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემები,[i] რომლის თანახმადაც, 2018 წლის ივნისის მდგომარეობით, ფიზიკურ პირებზე გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების რაოდენობრივი მაჩვენებელი 7 162 997 000 ლარია, მაშინ როდესაც 2013 წლის ივნისის მდგომარეობით, აღნიშნული მაჩვენებელი 1 727 354 000 ლარს შეადგენდა. საყურადღებოა მსოფლიო ბანკის 2016 წლის მონაცემებიც რომლის მიხედვითაც, საქართველოში ყოველ 1000 ადამიანიდან 724 პირს სასესხო ვალდებულება გააჩნია. აღნიშნული მკვეთრად უარყოფითი მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს და მხოლოდ სინგაპურისა და თურქეთის მონაცემებს ჩამოუვარდება.[ii]
უდიდესი გამოწვევების ფონზე სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან აღსანიშნავია ე.წ. საპოლიციო გამოსახლების აკრძალვა და უცხოურ ვალუტაში აღებული ცალკეული სესხების ლარში კონვერსიის პროგრამის განხორციელება. აღნიშნული ღონისძიებების ანალიზიდან ნათლად იკვეთება სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების არასაკმარისობა და, ზოგადად, შესაბამისი პოლიტიკის არაეფექტიანობა. გამოწვევაზე სათანადო პასუხის ნაცვლად, ცვლილებებმა პირთა საცხოვრისიდან გამოსახლების პროცედურები მხოლოდ გარკვეული ვადით - სასამართლოში საქმისწარმოების დასრულებამდე - შეაჩერა. მეორე მხრივ, მთავრობის პროგრამამ, რომელიც გულისხმობდა გარკვეული ტიპის სესხების ლარში კონვერსიას, ვერ მოიცვა ბენეფიციართა მნიშვნელოვანი რაოდენობა, რადგან დაადგინა დროითი კრიტერიუმები,[iii] არ მოიცვა კერძო კრედიტორების მოვალე პირები და ის პირები, რომელთაც აშშ დოლარის გარდა სხვა უცხოურ ვალუტაში ჰქონდათ აღებული სესხები.
ნათელია, რომ საქართველოში ფინანსური ვალდებულებების შეუსრულობლობის გამო დამდგარი უსახლკარობის მასშტაბის მიუხედავად, როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციურ დონეზე არ არსებობს პრევენციისკენ მიმართული ისეთი მყარი და განგრძობადი მექანიზმები, როგორიცაა, საბინაო პოლიტიკის შემუშავება და დახვეწა, უძრავი ქონებიდან გამოსახლებებზე მორატორიუმის გამოცხადება, საკონსულტაციო სერვისების დანერგვა და განვითარება, სოციალური საცხოვრისის ფონდების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ა.შ. რაც მნიშვნელოვნად ზრდის ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შინამეურნეობების მიმართ არსებულ მძიმე შედეგებს, მათ შორის, უსახლკარობის საფრთხეს.
საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე, სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, გაატარონ ეფექტიანი ღონისძიებები უსახლკარობის პრევენციისა და მისი მასშტაბების შესამცირებლად, ისევე, როგორც პირის საცხოვრისიდან გამოსახლების თავიდან ასარიდებლად, ან თუ ეს შეუძლებელია, მისაწვდომი რესურსების ფარგლებში პირთათვის ალტერნატიული საცხოვრისის უზრუნველსაყოფად.[iv] საერთაშორისო ვალდებულებების ჭრილში ასევე აღსანიშნავია სახელმწიფოთა მიერ ვალდებული მხარის მხარდაჭერის (მათ შორის, სამართლებრივი დახმარების/კონსულტაციის გზით) გაძლიერების მნიშვნელობა, ისევე, როგორც ფინანსური რესურსების მობილიზების აუცილებლობა სოციალური საცხოვრისებისა და საბინაო ფონდების სისტემის არსებობის/გაფართოების მიმართულებით.[v]
საერთაშორისო ვალდებულებების იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო უსახლკარობის პრევენციის ე.წ. სამდონიანი პოლიტიკის განხორციელებას გულისხმობს.
პირველი დონის პრევენციული ღონისძიებები
მოიცავს ზომებს, რომელიც მიემართება სახელმწიფოს მთლიან მოსახლეობას ან მის დიდ ნაწილს და მიზნად ისახავს საცხოვრისის დაკარგვისა და უსახლკარობის ზოგადი რისკების შემცირებას. აღნიშნული ტიპის ზომები გულისხმობს:
მეორე დონის პრევენციული ღონისძიებები
ძირითადად იმ პირებზეა ფოკუსირებული, რომლებიც გამოსახლებისა და უსახლკარობის პოტენციური რისკის ქვეშ იმყოფებიან და მოიცავს:
მესამე დონის პრევენციული ღონისძიებები
მიმართულია იმ პირებისაკენ, რომლებმაც დაკარგეს საცხოვრისი და, პირველ რიგში, გულისხმობს უსახლკარო პირთა განსახლებას.[xvii] აღნიშნული ფუნქციის განსახორციელებლად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მიმართულებად სახელმწიფოს მიერ საბინაო და სოციალური საცხოვრისების სისტემის შექმნა და განვითარება რჩება.[xviii]
ნათელია, რომ მთელ რიგ სახელმწიფოებში მოქმედებს ეფექტიანი მექანიზმები, რომელიც მიზნად ისახავს პირებისათვის მიყენებული ზიანის შერბილებასა და მათი უსახლკარობის თავიდან აცილებას. აღნიშნულის ფონზე, საქართველოს მთავრობას არ გააჩნია უსახლკარობასთან ბრძოლის ერთიანი პოლიტიკა, რომელიც მოახდენდა უსახლკარობის მიზეზებისა და პირთა საჭიროებების შესწავლასა და არსებულ სპეციფიკაციებსა და საჭიროებებზე დაფუძნებული ეფექტიანი ზომების გატარებას. სახელმწიფოს უმოქმედობა ასევე გამოიხატება პრევენციული პოლიტიკის არქონაში, მათ შორის, ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებული მარეგულირებელი და საკონსულტაციო სისტემების არასათანადოობასა და არარსებობაში, ასევე ფინანსების არასათანადო გამოყოფასა და რელევანტური სახელმწიფო პროგრამების, მათ შორის, სოციალური საცხოვრისის სისტემის სისუსტესა და საბინაო პოლიტიკისა და საცხოვრისის გამოსყიდვის მექანიზმების არარსებობაში.
ფინანასური ვალდებულებების შეუსრულებლობიდან გამომდინარე გამოწვეული უსახლკარობისა და უსახლკარობის საფრთხის მაღალი რისკებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ შექმნას და დანერგოს ეფექტიანი პრევენციისა და მხარდაჭერითი მექანიზმები. მათ შორის:
[i] იხ. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემები - https://www.nbg.gov.ge/index.php?m=306.
[ii] მონაცემების თანახმად, ყოველ 1000 ადამიანიდან 724 პირს სასესხო ვალდებულება გააჩნია; https://data.worldbank.org/indicator/FB.CBK.BRWR.P3?end=2016&start=2004&year_high_desc=true, ნანახია: 07.2018. შენიშვნა: დოკუმენტის შექმნის დროისათვის არსებული მონაცემები მსოფლიო ბანკის სტატისტიკის სისტემაში შეიცვალა და, შედეგად, 2016 წლისათვის საქართველო მე-12 (დაახლოებით 466 პირი ყოველი 1000 ადამიანიდან), ხოლო 2017 წლისათვის მე-6 ადგილს (დაახლოებით 566 პირი ყოველი 1000 ადამიანიდან) იკავებდა სასესხო ვალდებულების მაჩვენებლებით.
[iii] პროგრამა მხედველობაში იღებს მხოლოდ იმ სესხებს, რომელიც აღებულია 2015 წლის 1 იანვრამდე.
[iv] The Right to Adequate Housing, Fact Sheet No. 21/Rev.1, Office of the United Nations High Commissioner for Human Rights, UN Habitat, გვ. 23; European Federation of National Organisations Working with the Homeless (FEANTSA) v. France, European Committee on Social Rights, Complaint No. 39/2006, 5.12.2007; პარ. 103-104; Committee on Economic, Social and Cultural Rights, General Comment No. 7: The Right to Adequate Housing (art. 11(1) of the Covenant): Forced Evictions, 1997, პარ. 8, 16.
[v] I.D.G. v. Spain, Views of the Committee on Economic, Social and Cultural Rights under the Optional Protocol to the International Covenant on Economic, Social and Cultural Rights (Fifty-fifth Session) concerning Communication No. 2/2014, 2015, პარ. 11.4; Committee on Economic, Social and Cultural Rights, Concluding Observations on the Fourth Periodic Report of Portugal, 2014; Committee on Economic, Social and Cultural Rights, Concluding Observations on the Third Periodic Report of Ireland, 2015, პარ. 27(D).
[vi] European Commission, Pilot Project – Promoting Protection of the Right of Housing – Homelessness Prevention in the Context of Evictions, Full Report – Final Version, 2016, გვ. 9, 121.
[vii] Directive 2014/17/EU of the European Parliament and of the Council of 4 February 2014 on Credit Agreements for Consumers relating to Residential Immovable Property and amending Directives 2008/48/EC and 2013/36/EU and Regulation (EU) No 1093/2010, მ. 18; იხ. European Banking Authority, Guidelines on Creditworthiness Assessment, Final Report, 2015.
[viii] იხ. მსოფლიო ბანკის მონაცემები, https://data.worldbank.org/indicator/FR.INR.LEND?end=2017&start=2016.
[ix] European Commission, Pilot Project – Promoting Protection of the Right of Housing – Homelessness Prevention in the Context of Evictions, Full Report – Final Version, 2016, გვ. 146.
[x] Wilson W., Cromarty H., Barton C., Mortgage Arrears and Repossessions (England), Briefing Paper, 2017, გვ. 16; Public Spending on Financial Support to Home Buyers, OECD, 2017, https://www.oecd.org/els/family/PH2-1-Public-spending-support-to-home-buyers.pdf.
[xi] Social Innovation to Combat Homelessness: A Guide, FEANTSA, 2012, გვ. 18; European Commission, Pilot Project – Promoting Protection of the Right of Housing – Homelessness Prevention in the Context of Evictions, Full Report – Final Version, 2016, გვ. 14; Prevention Strategies to Combat Homelessness, European Report, FEANTSA, 2004, გვ. 7.
[xii] Family Homelessness in Europe, EOH Comparative Studies on Homelessness, European Observatory of Homelessness, 2017, გვ. 44 – 45; On the Way Home? FEANTSA Monitoring Report of Homelessness and Homeless People in Europe, FEANTSA, 2012, გვ. 71; Peer Review on Homelessness Policies in Athens City (Greece), “Habitat Peer Review”, 2014, გვ. 9.
[xiii] აღნიშნული მექანიზმი ხელმისაწვდომია ისეთ სახელმწიფოებში, როგორიცაა, მაგალითად, საფრანგეთი, უნგრეთი, ფინეთი, პოლონეთი, იხ. European Commission, Pilot Project – Promoting Protection of the Right of Housing – Homelessness Prevention in the Context of Evictions, Full Report – Final Version, 2016, გვ. 173.
[xiv] მაგ. ასეთი სერვისია დანერგილი ესპანეთის ცალკეულ ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულებში - იხ. “Housing Rights Watch Newsletter”, Issue 3, 2012, გვ. 9; ასევე, კვიპროსსა და ბულგარეთში - იხ. European Commission, Pilot Project – Promoting Protection of the Right of Housing – Homelessness Prevention in the Context of Evictions, Full Report – Final Version, 2016, გვ. 152 - 153.
[xv] აღნიშნულ მექანიზმს სავალდებულო ხასიათი აქვს მაგ. საფრანგეთში (მოსამართლის გადაწყვეტილების შემთხვევაში), ასევე, სხვადასხვა სახით დანერგილია, მაგალითად, პორტუგალიაში, ნიდერლანდებში, ფინეთში. იხ. European Commission, Pilot Project – Promoting Protection of the Right of Housing – Homelessness Prevention in the Context of Evictions, Full Report – Final Version, 2016, გვ. 150, 168.
[xvi] ასეთი დოკუმენტები შემუშავებულია, მაგალითად, ირლანდიაში (Code of Conduct for Mortgage Arrears), ესპანეთსა (Code of Good Practices) და დიდ ბრიტანეთში (Mortgages and Home Finance: Conduct of Business Sourcebook).
[xvii] On the Way Home? FEANTSA Monitoring Report of Homelessness and Homeless People in Europe, FEANTSA, 2012, გვ. 69; European Commission, Joint Report on Social Protection and Social Inclusion, 2010, გვ. 244.
[xviii] FEANTSA Proposals for Country Specific Recommendations on Homelessness, 2014, გვ. 15; Act 1/2013 „on strengthening protections for mortgage debtors, debt restructuring and social housing“.
ინსტრუქცია