საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დაახლოებით ერთი კვირაა რაც საქართველოს რამდენიმე ქალაქში რკინიგზის თანამშრომელთა გაფიცვა მიმდინარეობს.რკინიგზელთა ახალ პროფკავშირებსა და ადმინისტრაციას შორის გამართული მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა. გაფიცულთა მოთხოვნებია:1. ახალი სამართლიანი სახელფასო ბადის შემუშავება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება რკინიგზელთა სტაჟი და კვალიფიკაცია;2. სამართლიანი საპრემიო სისტემის შემოღება, კერძოდ: მე-13 ხელფასის სახით;3. ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, რკინიგზელებთან შეთანხმებით დადგენილი ტარიფით.ადმინისტრაციასთან შეთანხმების მიღწევის სირთულემ პროტესტის ტალღა გაზარდა.გაფიცულთა რაოდენობა ათასობით თანამშრომელს მოიცავს.
ინსტრუქცია