ირმა აბაშიძე ისლამის სწავლულია. ის ახალგაზრდებს ისლამს ასწავლის და ყურანის კურსებს უძღვება.
ვიდეოში ირმა რელიგიაზე, როგორც თავისუფალი არჩევანის სფეროზე საუბრობს და ცდილობს გვაჩვენოს, რომ ქართველ მუსლიმ თემში ისლამი არა მხოლოდ ტრადიციის ნაწილია, რომელიც მათ მემკვიდრეობით გადმოეცათ წინაპრებისგან, არამედ მათი გაცნობიერებული არჩევანი.
ისლამი დღეს ქართველი მუსლიმი თემისთვის სამყაროს გაგების, სოციალური ცხოვრების ორგანიზებისა და იდენტობის ცოცხალი ნაწილია.