საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
„ჩვენი ქვეყანა ვერ გამოვიდა საბჭოთა განწყობებიდან, როგორ უნდა ეურთიერთოს თავისი ქვეყნის მოქალაქეს" , - რუსუდან გოცირიძე, საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი.
რატომ უსმენენ სასულიერო პირებს საქართველოში და რას ემსახურება ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებისთვის, მათ შორის სასულიერო პირებისთვის მიყურადება? და რატომაა მოსმენები დემოკრატიული პროცესებისთვის საზიანო?
სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ ვიდეოს, სადაც ამ კითხვებს პასუხობენ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელი სასულიერო პირები: მალხაზ სონღულაშვილი, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი; რუსუდან გოცირიძე, საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი; მონაზონი დედა სიდონია; ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე, ტარიელ ნაკაიძე და მღვდელი ზაზა თევზაძე.
შეგახსენებთ, 2021 წლის სექტემბერში მედიებმა დაუცველი ვებგვერდის ბმული მიიღეს, რომელზე ატვირთული ათასობით დოკუმენტიც სასულიერო პირების შესახებ ჩანაწერებს შეიცავდა. მათ შორის იყო: პირადი მომეწერები მობილურსა და სოციალურ ქსელებში, სატელეფონო საუბრების შინაარსები, ჩანაწერები პოლიტიკური განწყობების შესახებ და ა.შ. ინფორმაციას, სავარაუდოდ, სუს-ი წლები აგროვებდა და აარქივებდა.
ინსტრუქცია