[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური დაცვა / ინფოგრაფიკა

რას გვეუბნება სტატისტიკა გურიასა და იმერეთზე?

თებერვლის ბოლოს დიდთოვლობამ დასავლეთ საქართველოს რეგიონები მნიშვნელოვნად დააზარალა. გარესამყაროს მოწყვეტილი არაერთი სოფლის მაცხოვრებლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არსებითი და მყისიერი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თუმცა რეგიონებში არსებულმა სიღარიბემ ჩვენი თანამოქალაქეები ორმაგად მოწყვლად მდგომარეობაში ჩააყენა.
სტატისტიკური მონაცემები გვაჩვენებს, რომ იმერეთი და გურია სოციალურ-ეკონომიკურ მოწყვლადობას განიცდის - მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საარსებო შემწეობაზეა დამოკიდებული, უმუშევრობის დონე მაღალია, ხოლო საშუალო ხელფასი - დაბალი.
კიდევ უფრო შემაშფოთებელია რეგიონებში მოსახლეობის მნიშვნელოვანი შემცირების ტენდენცია. მხოლოდ 2020-2024 წლებში იმერეთის მოსახლეობა 9.2%-ით, ხოლო გურიის მოსახლეობა - 5.8%-ით შემცირდა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“