საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
რა უბიძგებს დღეს საქართველოში ქალებს, ჩაერთონ არაფორმალურ, ფიზიკურად მძიმე, დაბალანაზღაურებად შრომაში?
ვიდეოს გმირი, სვეტა ფარაჯანოვი დამლაგებელია და წლებია ოჯახს სხვების სახლების დალაგებით არჩენს. ვიდეოში სვეტა მოგვითხრობს თავის სამუშაო პირობებზე, მძიმე შრომასა და პირად გამოცდილებებზე.
ვიდეოს ავტორები, ლაშა ცერცვაძე და მარიამ ნატროშვილი ეცადნენ, მისი ისტორიით მოეთხროთ სხვა ბევრი ქალის ამბავიც.
მსგავსი არაფორმალური შრომის დროს, ანაზღაურება არასდროსაა საკმარისი, გადაჭრას ის კრიზისული მდგომარეობა, რამაც მშრომელს არაფორმალურ შრომაში ჩართვა აიძულა. მცირე შემოსავალი, საბანკო და ქირის ვალდებულებები ჩაკეტილ წრეს ქმნის, რომლისგანაც თავის დაღწევა თითქმის, შეუძლებელია. დატვირთული სამუშაო ქმნის დანაკლისს ასევე შინ, საკუთარ სახლში, სადაც ქალები სულ უფრო ცოტა დროს ატარებენ.
ვიდეო მომზადდა პროექტის „ბარიერების მოხსნა, რომელიც ხელს უშლის ქალთა თანაბარ მონაწილეობას შრომის ბაზარზე“ კონკურსის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის - ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ერთობლივად)
ინსტრუქცია