[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

სასამართლო სისტემა / განცხადება

პრეზიდენტისადმი მოწოდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე ვეტოს დადების თაობაზე

2021 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა, წინასაახალწლო პერიოდში, რიგგარეშე სესიაზე, საზოგადოებრივი ჩართულობისა და კონსულტაციების გამართვის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღო „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებები,[1] რომელიც ისეთ სენსიტიურ საკითხებს ითვალისწინებს, როგორიცაა: 

  1. მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინება; 
  2. დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი კვორუმის შემცირება;
  3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ ერთი და იმავე პირის არჩევის აკრძალვის გაუქმება;
  4. მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ახლებური მოწესრიგება.

ცვლილებები ცალსახად ასუსტებს ინდივიდუალურ მოსამართლეებს და აძლიერებს შიდა-კორპორატივიზმს და კლანურ გავლენებს სისტემის შიგნით. ის წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლების მიერ ნაკისრ ვალდებულებასთან - ჩატარდეს მართლმსაჯულების ძირეული რეფორმა დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლოს შესაქმნელად და მის მიმართ ნდობის აღსადგენად. ცვლილებები კიდევ უფრო აძლიერებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და ინდივიდუალურ მოსამართლეებს ამ ინსტიტუტის ძალაუფლების მიმართ მეტად მოწყვლადს ხდის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ყოველივეს უარყოფითი ეფექტი ექნება სასამართლო სისტემაში კრიტიკული და განსხვავებული აზრის არსებობაზე, რომელიც ისედაც დეფიციტურია.

ინიცირების ეტაპზე, კანონპროექტი კრიტიკულად შეაფასეს სამოქალაქო ორგანიზაციებმა[2] და საერთაშორისო აქტორებმა,[3] აგრეთვე თავად მოსამართლეთა ნაწილმა.[4] მსგავსი ცვლილებების მიღება შემდგარი დემოკრატიის მქონე ქვეყნებშიც კი საყოველთაო და საჯარო ფორმატში განხილვის აუცილებლობას აყენებს დღის წესრიგში. შესაბამისად, საქართველოში, სადაც სასამართლო სისტემისადმი ნდობა უკიდურესად დაბალია, ასეთი გადაწყვეტილებების მიღების პროცესი მეტი ინკლუზიურობითა და ღიაობით უნდა ხასიათდებოდეს.

ცვლილებების შედეგად, უქმდება ის პოზიტიური საკანონმდებლო გარანტიები, რომელიც 2012 წლის შემდგომ მივლინების წესების რეგულირებას მოჰყვა. როგორც ცნობილია, წლების განმავლობაში მივლინება ურჩ მოსამართლეთა დასჯის ეფექტიან მექანიზმად გამოიყენებოდა.[5] შესაბამისად, ამ მიმართულებით საკანონმდებლო გარანტიების გაუარესებით მოქმედი ხელისუფლება მოსამართლეთა სამართავად იმავე მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრებას ცდილობს, რომლის აღმოსაფხვრელადაც სულ რამდენიმე წლის წინ თავადვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. კერძოდ, მივლინების მაქსიმალური ვადა იზრდება 4 წლამდე. ამავდროულად, შესაძლებელი ხდება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მიავლინონ პირველი ინსტანციის სასამართლოში. გარდა ამისა, უქმდება ტერიტორიულობის პრინციპი (რომლის თანახმადაც, კონკრეტულ სასამართლოში მოსამართლის არანებაყოფლობითი მივლინება ხდებოდა ტერიტორიულად ყველაზე ახლოს მყოფი სხვა სასამართლოდან) და მისავლინებელი მოსამართლის წილისყრით შერჩევის მექანიზმი. ვითარებას ამძიმებს ისიც, რომ მივლინების საფუძვლები ფართოვდება და მოსამართლის ნებართვის გარეშე (ფაქტობრივად, იძულებით) მისი სხვა სასამართლოში მივლენა შესაძლებელი ხდება ისეთი ზოგადი მოტივით, როგორიცაა მართლმსაჯულების ინტერესი.

ერთ-ერთ სხვა იმ მცირერიცხოვან პოზიტიურ საკანონმდებლო ჩამონათვალთა შორის, რომელიც ცვლილებებამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ძალაუფლების კონცენტრაციის რისკებს ამცირებდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევის აკრძალვა გახლდათ. თუმცა, განსახილველი ცვლილებებით ეს აკრძალვაც გაუქმდა. იმ პირობებში, როდესაც კრიტიკის მთავარი საფუძველი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული კორპორატივიზმისა და კლანურობის პრაქტიკაა, ასეთი მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული თანამდებობის ერთი და იმავე პირების მიერ განგრძობადად დაკავების დაშვება კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსადმი ნდობის გასაზრდელად და საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველსაყოფად, სამოქალაქო სექტორი წლებია საუბრობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას კონსენსუსზე ორიენტირებული წესის აუცილებლობასა და არა-მოსამართლე წევრების ჩართულობის გაძლიერებაზე. შესაბამისად, დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად კვორუმის 2/3 უმრავლესობის ნაცვლად უბრალო უმრავლესობამდე შემცირება, ცალსახად წინააღმდეგობაშია ამ სულისკვეთებასთან და  საბჭოში არა-მოსამართლე წევრთა ყოფნას კიდევ უფრო ნაკლებ შედეგიანს ხდის. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არა-მოსამართლე წევრის აურჩევლობის პირობებში, მოსამართლის დისციპლინირებისათვის ათივე მოქმედი წევრის მხარდაჭერის საჭიროება დგას, რაც გადაწყვეტილებების მიღების პროცესს მნიშვნელოვნად შეიძლება ართულებდეს. აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდი ამ დრომდე უარს აცხადებს საბჭოში არა-მოსამართლე წევრების დანიშვნაზე, რისი მიზეზიც ისაა, რომ ხელისუფლებას არ აქვს საკმარისი საპარლამენტო მანდატები ამ საკითხზე გადაწყვეტილების ერთპარტიულად მისაღებად და აუცილებლად ესაჭიროება ოპოზიციური მხარდაჭერა. ნაცვლად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტმა დანიშნოს პოლიტიკურად ნეიტრალური და მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე პროფესიონალები, ხელისუფლება საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლის შედეგადაც საბჭოს უბრალო უმრავლესობით შეეძლება მოსამართლეთა დისციპლინირება, ცდილობს სასამართლოს სისტემაში მოქმედი გავლენიანი ჯგუფისათვის შექმნილი დისკომფორტის მოხსნას.

ცალკე კრიტიკის საგანია ის, რომ კანონპროექტის ინიცირების პროცესი იმთავითვე გამოირჩეოდა დახურულობით და პარლამენტში მისი განხილვაც არასათანადო ჩართულობით წარიმართა. კანონპროექტის შემუშავების პროცესში მინიმალურადაც კი არ ყოფილან ჩართულნი დარგის ექსპერტები, სამოქალაქო ორგანიზაციები, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები და ინდივიდუალური მოსამართლეები. აგრეთვე, კანონპროექტი აბსოლუტურად გაუმართლებლად, დასაბუთების გარეშე, დაჩქარებული წესით განიხილა საკანონმდებლო ორგანომ, რა დროსაც უკიდურესად შეზღუდული იყო საკომიტეტო განხილვებში მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს საკომიტეტო მოსმენებზე მიეცათ მოსაზრებების დაფიქსირების შესაძლებლობა, პროცესი არ იყო თანამშრომლობითი და კანონპროექტის განხილვაში საზოგადოება მხოლოდ ფასადურად იყო ჩართული. განხილვებმა ნათლად წარმოაჩინა მმართველი გუნდის მიერ კრიტიკული აზრის მიუღებლობა და ის, რომ არც ერთ პრინციპულ საკითხზე თუ დასმულ შეკითხვაზე, კანონპროექტის ინიციატორებს სიღრმისეული მსჯელობის არავითარი რესურსი და სურვილი არ ჰქონიათ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და ვეტო დაადოს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს და მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს ის პარლამენტს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ვრცლად მესამე მოსმენით მიღებული კანონის პროექტი ხელმისაწვდომია: https://parliament.ge/legislation/23324.

[2] კოალიცია „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას ეხმაურება, 28 დეკემბერი 2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3HL9FDY.

[3] ევროკავშირის წარმომადგენლობა პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას ეხმაურება, 28/12/2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3teNfXJ.

[4]  მოსამართლეთა ნაწილი საქართველოს პარლამენტს ღია წერილით მიმართავს და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებების შესახებ განმარტებებს ითხოვს, 28/12/2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3FhRJiL.

[5] სასამართლო სისტემა: რეფორმები და პერსპექტივები, ავტ. კოლექტივი, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, 2017, გვ. 83-88, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/34GB0Jf.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“