საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გაუმართლებლად და დამაზიანებლად მიიჩნევს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 4 მოსამართლის დანიშვნას. კოალიციის შეფასებით, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესები არსებითად პრობლემურია, რადგან არასაკმარისად არის დაზღვეული ამ პროცესზე შიდა და გარე გავლენების საფრთხეები. ამავდროულად, საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს ერთპარტიულად, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე. შესაბამისად, ასეთ კონტექსტში უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 4 მოსამართლით დაკომპლექტება კიდევ უფრო ამცირებს მართლმსაჯულების სისტემისადმი ისედაც დეფიციტურ ნდობას.
საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა სამოქალაქო საზოგადოების[1], სახალხო დამცველისა[2] და საერთაშორისო აქტორების[3] არაერთი მოწოდება, შეჩერებულიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კონკურსი მანამ, სანამ არ იქნებოდა უზრუნველყოფილი ამ პროცესების სამართლიანად, პარტიული თუ კორპორატიული ინტერესებისგან თავისუფლად წარმართვა. შედეგად, 1 დეკემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე, საკანონმდებლო ორგანომ უზენაეს სასამართლოში 4 ახალი მოსამართლე განამწესა უვადოდ.[4]
აღსანიშნავია, რომ შერჩევა-დანიშვნის ხარვეზიანმა პროცედურებმა და მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან ნების არარსებობამ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება დამყარებოდა ფართო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონსენსუსს, თავისთავად შეამცირა სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ინტერესი, ჩართულიყო კანდიდატებთან გასაუბრებების პროცესში. შედეგად, მიმდინარე წლის 25-26 ნოემბერს იურიდიულ კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატებთან გამართული ინდივიდუალური გასაუბრებები ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჩართულობის გარეშე წარიმართა. გასაუბრებების ასეთ კონტექსტში ჩატარება და კანდიდატების მხოლოდ ერთპარტიული მხარდაჭერა, ჩრდილს აყენებს როგორც კონკრეტულად შერჩეულ მოსამართლეებს, ისე მთლიანად სასამართლო სისტემას. მსგავსი პროცესები კიდევ უფრო ამცირებს მართლმსაჯულების რეალური გაჯანსაღების პერსპექტივას და ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა აღნიშნული კონკურსი განსაკუთრებით პრობლემური იყო რამდენიმე გარემოების გამო:
[1] კოალიცია პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების დაწყებას ეხმაურება, 24 ნოემბერი 2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3rpmyyD.
[2] სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი, 25 ნოემბერი 2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3lcz9B6.
[3] აშშ-ის საელჩოს განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შესახებ, 26 ნოემბერი 2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3D5XhvG; კარლ ჰარცელი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების მოსმენის პროცესის დასაკვირვებლად პარლამენტში მიგვიწვიეს, რაზედაც უარი ვთქვით, 25 ნოემბერი 2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3xBznXB.
[4] პარალმენტმა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე აირჩია, 01 დეკემბერი 2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3lsQkyK.
ინსტრუქცია