[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

შრომის უფლება / განცხადება

პანდემია და მშრომელთა საერთაშორისო დღე

ილუსტრაცია: loutpany

საქართველოში, პირველ მაისს მშრომელთა ერთი ნაწილი უსამსახუროდ, მეორე ნაწილი კი საფრთხისშემცველ სამუშაო პირობებში ხვდება. მიმდინარე სოციალური და ეკონომიკური კრიზისი იგრძნობა ყველგან სასოფლო-სამეურნეო რეგიონებიდან დიდ ქალაქებამდე, ტურისტული ზონებიდან წარმოების კერებამდე. მათთვის, ვინც პანდემიის შედეგად სამუშაო ან შემოსავალი დაკარგა უცნობია, როდის გაჩნდება დასაქმების ახალი შესაძლებლობები, ხოლო ისინი, ვისაც შრომა პანდემიის განმავლობაშიც არ შეუწყვეტია, ყოველდღიურად აწყდებიან მათი უფლებების უხეშ დარღვევებს, ჯანმრთელობის დაზიანების მზარდ და უკონტროლო რისკს. მშრომელთათვის, ვისთვისაც გამოსავლად ვერც პანდემიამდელი მდგომარეობის დაბრუნება ჩაითვლება, მომავალი ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივია.

ამ ეტაპისთვის პანდემიის შედეგად დამდგარი ეკონომიკური ზარალის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია, ისევე როგორც დაკარგული სამუშაო ადგილებისა და  შემოსავლის სრულად აღრიცხვა, თუმცა არსებული კვლევებითა და პროგნოზებით დასტურდება, რომ COVID 19-ის პანდემია მასშტაბურ სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისს იწვევს. დაკარგული სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის სრულყოფილად აღრიცხვა შეუძლებელია იმიტომაც, რომ პანდემიამ ხელშესახებად დააზარალა არა მხოლოდ ფორმალურ ეკონომიკაში სტაბილურად დასაქმებულთა ნაწილი, არამედ  არაფორმალურად დასაქმებულებიც, მათ შორის,  გარემოვაჭრეები, საშინაო მშრომელები და მრავალი სხვა. არაფორმალური სექტორი, რომელიც დიდწილად შეუსწავლელი რჩება, როგორც წესი, უაღრესად მგრძნობიარეა ეკონომიკური რყევების მიმართ, რადგან ის შიდა მოთხოვნაზეა დამოკიდებული, ხოლო მშრომელთათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული მწირი დამცავი მექანიზმები არაფორმალურად დასაქმებულებზე საერთოდ არ ვრცელდება. საჭირო დოკუმენტაციის არქონის, ბუნდოვანი კრიტერიუმების ან შესაბამის ინფორმაციაზე ხელმიუწვდომლობის გამო, არაფორმალურად დასაქმებულების ნაწილს 2020 წელს ანტიკრიზისულ დახმარებაზეც შეეზღუდა წვდომა.

COVID 19-ის პანდემიამ განსხვავებული ზეგავლენა იქონია როგორც სხვადასხვა ტიპის შრომაზე, ისე მშრომელთა განსხვავებულ ჯგუფებზე, რომელთა ნაწილიც პანდემიის შედეგად განსაკუთრებით მძიმე სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. საშინაო შრომის უთანასწორო გადანაწილების და ზრუნვისა და არაფორმალურ სექტორებში არაპროპორციული გენდერული წარმომადგენლობის გამო, COVID 19-ის პანდემიამ, “საქართველოში ქალთა მდგომარეობა გააუარესა, გენდერული უთანასწორობა კი - გააღრმავა.”[1] მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ნახევარ ან სრულ განაკვეთზე მომუშავე სტუდენტი-მშრომელებიც, რომელთა დიდმა ნაწილმაც შემოსავალი სრულად ან ნაწილობრივ დაკარგა, სწავლის საფასური კი არ შეცვლილა. შედეგად, სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობამ 2020 წელს 70,000-ს გადააჭარბა.[2]

გასული წელი უმუშევრობის წელი აღმოჩნდა მომსახურებისა და ტურიზმის სექტორებში დასაქმებულთა დიდი უმრავლესობისთვის, სახელოვნებო და კულტურის ინდუსტრიების მშრომელთათვის. კონსერვატიული გათვლებითაც კი სავარაუდოა, რომ სამსახური დაკარგა 200,000-ზე მეტმა ადამიანმა.

ამასთან, პანდემიას მრავალხრივი და მძიმე გავლენა ჰქონდა იმ დასაქმებულთა ყოველდღიურობასა და უფლებრივ მდგომარეობაზე, ვინც შრომა მაღალი რისკის ფონზე, გართულებულ პირობებში განაგრძო. ექთნები და ექიმები - თუ მთლიანად სამედიცინო სფეროში დასაქმებულები - ახალი ვირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობდნენ უკიდურესად დაბალი ანაზღაურების და საკუთარი ჯანმრთელობის ფასად. სამკერვალო ფაბრიკები, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვან პროდუქტს, პირბადეს აწარმოებდნენ, თავად გახდნენ ინფიცირების კერები. ერთ-ერთ სამკერვალო ფაბრიკაში COVID 19-ით დაინფიცირდა  116 თანამშრომელი. 2020 წლის შემოდგომაზე მზარდი ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა მეტროს თანამშრომელთა შორისაც. მათ შორის COVID-19 დაუდასტურდა მემანქანეთა უმრავლესობას და, სამწუხაროდ, დაფიქსირდა გარდაცვალების შემთხვევაც.

სოციალური დისტანცირების აუცილებლობის გამო, სამუშაო პირობები მნიშვნელოვნად შეიცვალა სოციალური მუშაკებისა და მასწავლებლებისთვის. ფიზიკური ვიზიტების განხორციელების გარეშე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების  სააგენტოში დასაქმებული და სხვა სოცმუშაკები ვეღარ ახერხებდნენ ბენეფიციარებთან უშუალო, პირდაპირი კონტაქტის დამყარებას, რაც მათი მოვალეობის შესრულებას ართულებდა. სწავლების ონლაინ-რეჟიმზე გადასვლამ არსებითად შეცვალა სწავლების პროცესი არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ მასწავლებლებისთვისაც, ვისაც ახალი უნარების შეთვისება და ახალი ცხოვრების წესის ჩამოყალიბება მოუწიათ.

ეკონომიკური შეზღუდვებისგან განთავისუფლებულ ისეთ სექტორებში, როგორიცაა სამთო-მოპოვებითი ინდუსტრია, თავი იჩინა შრომის უფლებების კიდევ უფრო მძიმე დარღვევებმა და გაუარესდა ისედაც საფრთხისშემცველი სამუშაო გარემო. ტყიბულის ქვანახშირის შახტში, სადაც სოციალური დისტანცირების საშუალებას სამუშაო სპეციფიკა ხშირად არ იძლევა, COVID-19 დაუდასტურდა 140-ზე მეტ მეშახტეს. პანდემიის განმავლობაში საკვანძო, ჩაუნაცვლებელ სამუშაოს ასრულებდნენ საცალო ვაჭრობის ქსელებში დასაქმებული კონსულტანტები და კურიერები, ვინც ადამიანებს რეკომენდაციებისა და შეზღუდვების პირობებში ცხოვრებას საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე უადვილებდნენ.

პანდემიურ ვითარებაში გახშირდა სამსახურიდან დაუსაბუთებელი განთავისუფლების, უკანონოდ შეწყვეტილი შრომითი ხელშეკრულებების, არაანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის, ან სამუშაოზე გამოცხადების იძულების შემთხვევები. განსაკუთრებული გამოწვევა აღმოჩნდა ზეგანაკვეთური შრომის სათანადოდ ანაზღაურება, დისტანციური შრომის რეგულირება და შრომითი ხელშეკრულებების არსებითი პირობების დამსაქმებლების მხრიდან ცალმხრივად შეცვლის პრევენცია. 

პანდემიურ ვითარებაში განსაკუთრებული სიმწვავით გამოვლინდა მშრომელთა დაცვის ფუნდამენტური ინსტრუმენტების არარსებობა. ეფექტური მინიმალური ხელფასის რეგულირების  გარეშე, უთანასწორო და დაბალი სახელფასო სტრუქტურის პირობებში - როდესაც საქართველოში 300,000-ზე მეტი დასაქმებულის ყოველთვიური ანაზღაურება 200 ლარს არ აღემატება - მშრომელები უკიდურესად მოუმზადებლები აღმოჩნდნენ პანდემიის შედეგად სამსახურის დაკარგვასთან ან/და  შემოსავლის შემცირებასთან გასამკლავებლად. ქვეყანაში უმუშევრობის დაზღვევისა და შემწეობის არარსებობის გამო, მშრომელები სამსახურის დაკარგვისთანავე უშემოსავლოდ დარჩენის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.

ეკონომიკური კრიზისის პირობებში განსაკუთრებით აქტუალური ხდება დასაქმების პოლიტიკის გადააზრებაც. მიუხედავად იმისა, რომ სტაბილური სამუშაო ადგილების შესაქმნელად და მშრომელთა შრომის ბაზარზე დასაბრუნებლად არა ერთ ქვეყანაში ინტენსიურად გამოიყენება შრომის ბაზრის აქტიური და პასიური ინსტრუმენტები, საქართველოში კრიზისის დასაძლევად მსგავსი პროგრამების განხორციელება არ იგეგმება, ხოლო ანტიკრიზისული პოლიტიკა, დიდწილად, კვლავ სახელმწიფო ქონებისა და ბუნებრივი რესურსების პრივატიზაციას ეყრდნობა, ხოლო შრომის ბაზარზე არსებული პრობლემების მოგვარების გზად შრომით მიგრაციას ხედავს.

საია-ს კვლევის მიხედვით, პანდემიის პერიოდში მოსახლეობის მიერ სამუშაო ადგილისა და შემოსავლის დაკარგვამ საფრთხის ქვეშ დააყენა მათ მიერ სასესხო ვალდებულებების შესრულებაც. საბანკო დაწესებულებებმა ფიზიკურ პირებს საბანკო სესხებზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის გამო სესხის ვადა გაუხანგრძლივეს, რამაც დარიცხული პროცენტის ზრდა გამოიწვია. შედეგად, მათ ყოველთვიურად იმაზე მეტი თანხის გადახდა უწევთ, ვიდრე პანდემიამდე იხდიდნენ. უმუშევრად დარჩენილი მსესხებლების ნაწილი იძულებით აღსრულებას ექვემდებარება და ხშირია შემთხვევებიც, როცა ოჯახები უკანასკნელი საცხოვრებლის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგებიან.

პანდემიამ ცხადყო, რომ პრობლემები, რომლებსაც მშრომელები სამუშაო ადგილზე და მის მიღმა აწყდებიან საერთოა არა მხოლოდ სხვადასხვა სექტორში დასაქმებულებისთვის, არამედ  გლობალურად - სხვადასხვა ქვეყნის მშრომელებისთვისაც. თბილისში, მიტანის სერვისში დასაქმებული კურიერების მოთხოვნები ემთხვევა ამავე პროფესიის მშრომელების საპროტესტო მოწოდებებს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და მნიშვნელოვან პრეცენდენტს ქმნის ახალი ტიპის პლატფორმული მშრომელების თვითორგანიზებისთვის. ამავდროულად, გარემოვაჭრეთა აქციები, რომლებიც პანდემიური შეზღუდვების გამო გაჩენილ ახალ საჭიროებებს ეხებოდა, არაფორმალური სექტორის თვითორგანიზების გამორჩეულ მაგალითს ქმნის.

2021 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა შრომის კოდექსის რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება. შრომის კანონმდებლობის რეფორმის შედეგად, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის შემოდგომაზე მიიღო, გაფართოვდა შრომის ინსპექციის მანდატი, რაც ნიშნავს, იმას რომ ინსპექციას უკვე შეუძლია რეაგირება მოახდინოს არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების საკითხებზე, არამედ, ზოგადად, შრომითი უფლებების დარღვევაზე, გამკაცრდა ანტიდისკრიმინაციული რეგულირება, მოწესრიგდა შესვენებისა და დასვენების დრო და სხვ. ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების თავდაპირველი პროექტი უფრო სიღრმისეულ ცვლილებებს შეიცავდა, თუმცა, სამწუხაროდ, გაუმჭვირვალე პროცესისა და მსხვილი ბიზნესის აქტიური ლობირების შედეგად, არაერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი საკანონმდებლო ცვლილებების მიღმა დარჩა. მიუხედავად ამისა, სათანადო აღსრულების პირობებში, შეცვლილი შრომის კანონმდებლობა შესაძლოა, მშრომელთა ყოველდღიურობის ხელშესახები გაუმჯობესების წინაპირობად იქცეს და შექმნას შესაძლებლობა მომავალი ცვლილებებისთვისაც.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების და რეგულაციების აღსრულება შრომის ინსპექციას დაევალა. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მოახერხებს შრომის ინსპექცია, რომელიც ისედაც განიცდიდა რესურსების ნაკლებობას,  ეფექტურად მუშაობას გაფართოებული მანდატის ფარგლებში. როგორც შრომის რეფორმის წარმატება, ისე, ზოგადად, შრომის ინსპექციის ინსტიტუციური მდგრადობა, დიდწილად დამოკიდებული იქნება თავად ინსპექციის  უნარზე,  ეფექტურად აღასრულოს ახალი მანდატით განსაზღვრული უფლებამოსილებები და ხელშესახებად გააუმჯობესოს მშრომელთა სამუშაო პირობები.

1 მაისი მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეა. COVID 19-ის პანდემიის შედეგად დამდგარი მრავალმხრივი და საყოველთაო კრიზისი იმის დასტურია, რომ არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა ვერ უზრუნველყოფს მდგრად, სამართლიან და უსაფრთხო ყოველდღიურობას მშრომელთათვის და მათი ოჯახებისთვის. კრიზისი ადასტურებს ფუნდამენტური ცვლილებების და მათთვის ბრძოლის აუცილებლობასაც.

ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციები:

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
  • ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი – „სოლიდარობის ქსელი“ ;
  • ღია საზოგადოების ფონდი-საქართველო;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
  • სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;
  • თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფკავშირი – „ერთობა 2013“;

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] COVID-19-მა საქართველოში ქალთა მდგომარეობა გააუარესა, გენდერული უთანასწორობა კი - გააღრმავა. გარეოს ქალთა ორგანიზაცია. 17.06.2020

[2] საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კორესპონდენცია, 1 ნოემბერი, 2020.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“