[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / თარგმანი

ორგანიზებული დანაშაული და უნივერსალური პასუხისმგებლობა - ჰანა არენდტი I

დათო ლაღიძე 

ჰანა არენდტი

ვერმახტის უდიდესმა სამხედრო დამარცხებამ გახადა შესაძლებელი ნაცისტური პოლიტიკური გეგმის გამარჯვება, რომელიც ხშირად არასწორად აიხსნება არსებული პროპაგანდის მიერ. ნაცისტური პოლიტიკური სტრატეგიის ცენტრალური თეზისი იყო განსხვავების მოშლა ნაცისტსა და გერმანელს შორის. ხალხი უმაგრებდა ზურგს სახელმწიფოს და ამდენად ის უნდა წარმოჩენილიყო, როგორც ნაცისტური რეჟიმის მხარდამჭერი(ნაცისტის და გერმანელის გაიგივება).ომის საწყის ეტაპზე, მოკავშირეები ფიქრობდნენ, რომ იპოვნიდნენ ხალხის ნაწილს, რომელიც არ იქნებოდა ინფიცირებული იდეოლოგიურად და უკრიტიკოდ მიიღებდნენ ნამდვილ ილუზიას გერმანიის დემოკრატიული მომავლის შესახებ. ნაცისტური სახელმწიფოს თეზისი მდგომარეობდა იმაში, რომ მოეშალა პასუხისმგებლობა და შესაძლებელი გაეხადა გერმანელი ანტიფაშისტი და ფაშისტი თანაბარი პასუხისმგებლობის ხარისხში ჩაეყენებინა. მოკავშირეების მიერ მსგავს დაყოფას მხოლოდ პროპაგანდისტული მიზნები ჰქონდა, მაგრამ როცა მათ რეალურად შეაფასეს სიტუაცია, ვერავინ ნახეს, ვისაც სამხედრო დამნაშავის სასჯელი არ ეკუთვნოდა.

მსგავსი მოცემულობის მტკიცება არ არის შემდგომი პროპაგანდის საკითხი, ეს გამყარებული იყო ნამდვილი და საშიში ფაქტებით, რაც ჩვენ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ვნახეთ. ომის საწყის ეტაპზე ტერორისტული ორგანიზაციები იყვნენ მკაცრად სეპარირებული მასებისგან, იღებდნენ მხოლოდ კონკრეტულ კადრებს, რომლებასც ჰქონდათ კრიმინალური წარსული ან დაამტკიცებდნენ მსგავს მზაობას. მოგვიანებით, გაუქმდა ჯარისკაცებისთვის პარტიაში გაწევრიანების აკრძალვა. ნაცისტური რეჟიმი თავის რუტინულ საქმიანობას საკონცენტრაციო ბანაკში უქვემდებარებდა თავიდან გესტაპოს და SS-ის მკაცრად გასაიდუმლოებულ პოლიტიკას, ხოლო შემდგომში, Wehrmacht-ის წევრებს საკუთარი ნებისამებრ ევალებოდათ მასობრივ მკვლელობაში მონაწილეობა. ეს დანაშაული თავდაპირველად იყო გასაიდუმლოებული, მას იცავდნენ ყველა შესაძლო გზით და ყოველგვარი პუბლიკაციის გამოქვეყნება იყო დასჯადი უხეში პროპაგანდის მოტივით. მოგვიანებით, პუბლიკაციები საიდუმლო საქმიანობაზე გავრცელდა ნაცისტების მიერ ორგანიზებული კამპანიის მეშვეობით, (დღეს ეს დანაშაული ცნობილია, როგორც “ლიკვიდაციის საშუალებები”) , რათა განეხორციელებინათ Volksgenossen-ის (რასობრივი ამხანაგი) პოლიტიკა. მისი მიზანი წარმოდგენილი იყო ერთი პრინციპით: ეტარებინათ თანამონაწილეობრივი პასუხისმგებლობა და გაზრდილიყო რასების ცნობიერება, თუ რა ხდებოდა და რას აძლევდა მათ აღმატებულ მდგომარეობაში ჩაყენება.

ამ ტაქტიკამ, ისევე როგორც მოკავშირეების მიერ უარის თქმამ განეხილათ გერმანელები და ნაცისტები განცალკევებულად, გამოიწვია ნაცისტების პოლიტიკური გამარჯვება.იმისათვის რომ განვიხილოთ გერმანიაში არსებული მდგომარეობა ბრიტანელებთან მარცხის შემდეგ, უნდა აღინიშნოს, მხოლოდ აქტიურმა პატარა ნაცისტურმა ჯგუფმა, რომელშიც ნაცისტებისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები და ანტი-ფაშისტების ნაწილი ერთიანდებოდნენ, იცოდა საქმის ვითარება. სხვა ყველა, იქნებოდა ეს გერმანელი თუ არა გერმანელი,იხრებოდა სახელმწიფოს მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადების მხარეს, უნივერსალურად აღიარებული ავტორიტეტული ორგანიზაციისკენ, ვიდრე რეპრესირებული ეჭვმიტანილის მიერ გამოთქმული განცხადებისკენ, რომელიც უმეტეს შემთხვევაში იყო ან ებრაელი, ან სოციალისტი.რეპრესირებულთა შორისაც მხოლოდ ძალიან ცოტამ თუ იცოდა ნამდვილი ვითარება და კიდევ უფრო ნაკლები იყო მზად ეთქვა საკუთარი სიმართლე, ამის რეპრეზენტატორი კი საზოგადოებაში მარგინალიზირდებოდა. როცა ნაცისტები გამარჯვების მოლოდინში იყვნენ, ტერორის ორგანიზაციები სეპარირებული იყო საჯარო სივრციდან, ომის დროს არმიიდანაც კი. საწყის პერიოდში, არმია არ გამოირჩეოდა სისასტიკით და SS-ის დანაყოფები ფრთხილად არჩევდნენ თავიანთ ახალწვეულებს.თუ დაგეგმილი ევროპის ახალი წესრიგი წარმატებით განხორციელდებოდა, ჩვენ ვიხილავდით ტერორის ინტერ-ევროპულ ორგანიზაციას, სადაც ევროპული ნაციის ყველა წარმომადგენელი იქნებოდა, გარდა ებრაელებისა და რომელსაც გერმანელები უხელმძღვანელებდნენ. ტერორი განხორციელებული იქნებოდა მისი წევრების მიერ. ორგანიზაცია იქნებოდა სხვადასხვა ქვეყნის რასობრივი კლასიფიკაციის მიხედვით. გერმანელი ხალხი კი , რა თქმა უნდა, ამით არ დაზარალდებოდა. ჰიმლერი ყოველთვის ფიქრობდა, რომ ევროპის მმართველობა უნდა ყოფილიყო რასობრივი ელიტის ხელში, რომელიც დაკომპლექტებული იქნებოდა SS-ის დანაყოფების მიერ, მიუხედავად ნაციონალური მიკუთვნებისა.მხოლოდ მათ შემდგომმა მარცხმა გამოიწვია ნაცისტების მიერ ამ კონცეპტზე უარის თქმა და დაბრუნება ძველ, ნაციონალისტურ სლოგანზე. აქტიური იდენტიფიკაცია მთელი გერმანელი ხალხის ნაცისტებთან იყო გამოწვეული ამ თეზისის შემობრუნებით. ნაციონალ-სოციალიზმის შანსი, რომ ორგანიზება მოეხდინათ შემდგომში იატაკქვეშა ორგანიზაციის მეშვეობით, დამოკიდებული იყო იმაზე, რომ არავის უნდა შესძლებოდა გაეგო ვინ იყო ნაცისტი და ვინ არა, არ უნდა ყოფილიყო რაიმე განმასხვავებელი ნიშანი, ხოლო გამარჯვებული ძალები ისევ პრიმიტიული წესით აღიქვამდნენ ყველა გერმანელს ნაცისტად.იმისათვის რომ ეს განეხორციელებინათ, დაიწყო ინტენსიური ტერორი გერმანიაში, რომლის მიზანიც იყო გაენადგურებინათ ყველა ის ადამიანი, რომლის წარსული და რეპუტაცია ანტიფაშისტური იყო . ომის პირველ პერიოდში ოპონენტების მიმართ რეჟიმი იყო განსაკუთრებით ლმობიერი, უკვე მოგვიანებით უამრავი ადამიანი დასაჯეს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ოთხი წლის მანძილზე არ იყო გადაადგილების თავისუფლება, რის გამოც მათ არ შეეძლოთ რეჟიმისთვის რაიმე კონსტიტუციური საფრთხის შექმნა. მეორე მხრივ, მიუხედავად ყველა საგანგებო ქმედებისა, დღესაც არის შესაძლებელი მოკავშირეებმა იპოვონ რამდენიმე ასეული ანტიფაშისტი თითოეულ ქალაქში.განსაზღვრა იმისა, თუ ვინ არის გერმანიაში ნაცისტი ან ანტი-ნაცისტი შესაძლებელია მხოლოდ იმის მიერ, ვინც იცის ადამიანის გულის საიდუმლო, სადაც არცერთ ადამიანს არ შეუძლია შეაღწიოს. უკვე დღეს, ვინც ანტიფაშისტურ მოძრაობას ქმნის გერმანიაში, ხვდება ორ ყურადსაღებ მდგომარეობას: ადამიანებს შეუძლიათ ჩაიდინონ მკვლელობა ბრძანების საფუძველზე ან მზად იყვნენ მკვლელობისთვის, რაც ძალიან საშიში ფაქტია.ყველაზე ექსტრემული სლოგანი, რაც მოკავშირეებისგან ისმის მდგომარეობს შემდგომში: “კარგი გერმანელი მკვდარი გერმანელია” სხვანაირად რომ ვთქვათ, მხოლოდ ერთი გზით შეგვიძლია ჩვენ ამოვიცნოთ ანტიფაშისტი, როდესაც ნაცისტი ჩამოახრჩობს მას. აქ აღარ არის სხვა სანდო ნიშანი.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

From Essays in Understanding. Originally published in Jewish Frontier, no. 12, January 1945, as "German Guilt. " Notes 1, 3, and 4 byJerome Kahn

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“