[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

სასამართლო სისტემა / განცხადება

ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთი პრეცედენტია

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება 2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს. მოსამართლემ გვარამიას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორობის პერიოდში უფლებამოსილების გადამეტების გამო (სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლი), 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სისტემური გამოწვევებისა და მართლმსაჯულების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების ტენდენციის ფონზე, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედიაზე ზეწოლის, პოლიტიკური პოლარიზებისა და კრიზისის გაღრმავებისკენ მიმართული კიდევ ერთი სახიფათო პრეცედენტია. მით უფრო მაშინ, როდესაც მოსამართლის მიერ სასჯელის ყველაზე მკაცრი ფორმის გამოყენება, განსახილველი დანაშაულის შინაარსის და ბუნების გათვალისწინებით, აშკარად არაპროპორციული ჩანს სადავო ქმედებით დამდგარ ზიანთან.

ნიკა გვარამიას ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, კომერციულ მოსყიდვაში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლებით ჰქონდა წარდგენილი. წარდგენილ ბრალდებებიდან, მას მხოლოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის (ორ ეპიზოდში) შეეფარდა გამამტყუნებელი განაჩენი, სხვა ყველა წარდგენილ ბრალდებაში კი გამართლდა. პირველი, 2015 წლის ეპიზოდი, გვარამიას მიერ საწარმოსთვის არამომგებიანი ხელშეკრულების დადებას (მაქსიმალური თანხის არმიღებას) შეეხება, რაც პროკურატურის პოზიციით, საწარმოს ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვას წარმოადგენდა. ეს ეპიზოდი მოსამართლემ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად გადააკვალიფიცირა, თუმცა სრულად გაიზიარა კომპანიისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა (6 763 509 ლარი) და ამ ნაწილში სანქციად ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა. მეორე ეპიზოდი, რის გამოც ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, შპს ,,პროესკო მედიის” მიერ შპს ,,თეგეტა პრემიუმ ვიიქელსგან“ 232 201 ლარად შეძენილი ავტომობილის (,,Porche Macan S”) პირადი მიზნებით ფლობასა და სარგებლობაში გამოიხატა, რამაც, სასამართლოს შეფასებით, კომპანია რუსთავი 2-ს “მნიშვნელოვანი ზიანი” მიაყენა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მძიმე და ნიკა გვარამიას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს და თავისუფლების აღკვეთის გარდა, უფრო მსუბუქი ტიპის სასჯელებსაც ითვალისწინებს, როგორიცაა, ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო და შინაპატიმრობა. ამ ფონზე, გაუგებარია, თუ რა პრინციპით იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა მოსამართლემ, როდესაც იმ ქმედებისთვის, რომლითაც, სასამართლოს მსჯელობით, კომპანია რუსთავი-2 მა 6,7 მილიონ ლარზე მეტი ზიანი მიიღო, ბრალდებულს 50 000 ლარის ოდენობის ჯარიმა შეუფარდა, ხოლო იმ ეპიზოდზე, სადაც შესაძლო ზიანის ოდენობა ბევრად დაბალია, და თან დაუკონკრეტებელი,1 ბრალდებულს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა დააკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლთან, რომელიც სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს უთითებს. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, სასჯელის დანიშვნისას, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, მოსამართლე აფასებს "ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს”. საგულისხმოა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი “მართლსაწინააღმდეგო შედეგი” სწორედ ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანით შეიძლება შეფასდეს. გარდა ამისა, ამავე მუხლის მიხედვით, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, თუ ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას”.

დემოკრატიულ საზოგადოებაში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულება, განსაკუთრებით კი ისეთ საქმეებში, რომლების შესაძლო გავლენაც სცდება კონკრეტული ბრალდების საქმეს და უკავშირდება მედიის შეუფერხებელ ფუნქციონირებას, სარგებლობდეს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით და ხარისხით. მოცემული განაჩენი კი აჩენს არა მხოლოდ სამართლებრივ კითხვებს განაჩენის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით, არამედ, საფუძვლიან ეჭვებს - სასამართლოს პოლიტიკური მიზნებით ინსტრუმენტალიზების თაობაზე. ამ რეალობაში ცხადია, რომ ძირეულად ინგრევა ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ, რომელიც ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვისა და სახელმწიფო უწყებების თვითნებობის შეკავებისა და კონტროლის ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმია.

ცხადია, განსახილველ საქმეს აქვს პოლიტიკური კონტექსტიც. მოსამართლის მიერ მიღებულმა განაჩენმა, რომლითაც ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელს საპატიმრო სასჯელი შეეფარდა, შესაძლოა ქვეყანაში გამოიწვიოს არა მხოლოდ მედია-გარემოს გაუარესება, არამედ, შიდა პოლიტიკური პოლარიზებისა და კრიზისების გაღრმავება, რაც არსებით გავლენას მოახდენს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე. მით უფრო, რომ პოლიტიკური პოლარიზების შემცირება, სტაბილური დემოკრატიული განვითარება და მართლმსაჯულების პოლიტიზირების დაძლევა ამ პროცესის ძირეული მოთხოვნებია.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“